სხვა მკვდარი გამარჯვებული და სხვა საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ზაფხულის ოლიმპიადის შესახებ 28 აპრილი, 8:51 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უდიდესი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებაა. მასზე, მილიარდი მაყურებლის წინაშე, პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან, ათობით ქვეყნის, ათასობით წარმომადგენელი გამოდის. ხოლო, ოლიმპიური ოქროს მედალი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ჯილდოდ ითვლება. აქ ამ გრანდიოზულ დღესასწაულს, ოდნავ განსხვავებული კუთხით განვიხილავთ და ათ ნაკლებად ცნობილ ფაქტს გავიხსენებთ, უძველესი დროიდან – 2024 წ. თამაშებამდე. 1. პირველი ოლიმპიური თამაშები ![]() ოლიმპიური თამაშების შესახებ, უძველესი და სანდო ინფორმაცია, ძვ. წ. აღრ. 776 წლით თარიღდება. ინფორმაციამ ჩვენამდე, ოლიმპიაში მდებარე, ჰერას ტაძარში აღმოჩენილი, ფირფიტის წყალობით მოაღწია. ქვაზე ამოტვიფრული ტექსტი გვამცნობს, რომ "ელადის მეფემ იფიტმა და სპარტელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ლიკურგენმა ოლიმპიური თამაშების ტრადიცია განაახლეს"... რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, უფრო ღრმა ფესვები აქვს, რომელიც პრეისტორიულ ეპოქამდე მიდის. თუმცა, ამის დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობა. 2. პირველი საერთაშორისო ოლიმპიური თამაშები ![]() დაახლოებით, ათასწლიანი შესვენების შემდეგ, პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაში 1896 წელს ჩატარდა... და რა თქმა უნდა, ღონისძიება სიმბოლურად, ათენში გაიმართა. იმ ღონისძიებიდან მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი. ხოლო, ორგანიზებულობის დონე, სამოყვარულო შეკრებას უფრო ჰგავდა. სპორტსმენების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ 14 ქვეყანას წარმოადგენდნენ. იმ დროს, ქალებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. მედლების საერთო რაოდენობით, საბერძნეთმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თუმცა, ყველაზე მეტი ოქროს მედალი შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა. 3. მკვდარი გამარჯვებული ![]() არიხიონი — ერთადერთი ოლიმპიური პრიზიორი იყო, რომელმაც მედალი სიკვდილის შემდეგ მოიგო. ისტორიას აშკარად ლეგენდის ნიშნები აქვს. თუმცა, ეს ინფორმაცია არაერთ რომაელ მწერალთან გვხვდება. პავსანიას ცნობით, ძვ. წ. აღრ. 564 წ. 54-ე ოლიმპიადაზე, ძველი ბერძენი სპორტსმენი მოწინააღმდეგემ დაახრჩო, მაგრამ მან სიკვდილის წინ, მისთვის ფეხის თითის ამოგდება მოახერხა. ამის გამო, მოწინააღმდეგე დანებდა. თავად არიხიონი, რადგან უკვე მკვდარი იყო, დანებება ვერ შეძლო, ამიტომ, მას მოგება ჩაუთვალეს. 4. ყველაზე სამარცხვინო ოლიმპიადა ![]() 67 წლის ოლიმპიური თამაშები ყველაზე სამარცხვინოდ ითვლება. ის ნერონის მმართველობის დროს გაიმართა. ჯერ მისი ბრძანებით, თამაშები 2 წლით გადაიდო. შემდეგ, შეჯიბრების დროს, იმპერატორი ეტლიდან გადმოვარდა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, ის მაინც გამარჯვებულად გამოცხადდა. გარდა ამისა, ნერონი საკუთარ თავს დიდ მომღერლად და პოეტად თვლიდა და ამიტომ, ოლიმპიური შეჯიბრების სახეობად, მუსიკალური კონკურსიც შემოიღო და რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობაც მიიღო... და ბუნებრივია, პირველ ადგილზე გავიდა. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მსაჯებმა აღიარეს, რომ ზეწოლას განიცდიდნენ და ქრთამიც აიღეს. შედეგად, ოლიმპიადა და მისი შედეგები გაუქმეს. 5. ყველაზე ახალგაზრდა პრიზიორი ![]() 10 წლის და 218 დღის ბერძენი ტანმოვარჯიშე დიმიტრიოს ლუნდრასი I ოლიმპიური თამაშების (1896 წ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მართალია, ის მხოლოდ გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობდა, მაგრამ თამაშების ისტორიაში, მაინც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ დარჩა. მოგვიანებით, ის ადმირალი გახდა და ორივე მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა. 6. ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი ![]() შვეიცარიელმა მსროლელმა ოსკარ სვანმა სამ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ოქროს მედალი 60 წლის ასაკში მოიპოვა. მაგრამ, იმავე თამაშებზე, სხვა დისციპლინაში, ჯოშუა მილერი მონაწილეობდა, რომელიც მასზე რამდენიმე დღით იყო უფროსი. ოთხი წლის შემდეგ, სვანმა შედეგი გაიმეორა და ყველაზე ხანდაზმული ოქროს მედალოსანი გახდა. მას კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: 1920 წ. ოლიმპიადაზე, 72 წლის ასაკში, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა და ისტორიაში, პრიზის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა. 7. მასპინძლები ჩემპიონების გარეშე ![]() 1976 წლის ოლიმპიური თამაშები, დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებად ითვლება. კანადის ხელისუფლებას ის 5 მლრდ. დოლარი დაუჯდა. დღევანდელი კურსით, ეს თანხა 20 მლრდ. დოლარია. კანადელმა სპორტსმენებმა ვერც ერთი ოქროს მედალი ვერ მოიგეს, რაც ისტორიაში პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც თამაშების მასპინძლებმა, მთავარი ჯილდო ვერ მიიღეს. 8. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლები მედალი აქვს ![]() ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 60-ზე მეტ ქვეყანას არასდროს მოუგია მედალი. როგორც წესი, ეს პატარა და ღარიბი ქვეყნებია. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგ., ბანგლადეში, რომლის მოსახლეობა, თითქმის, 170 მილიონია. ანტი-რეკორდი კი, მონაკოს ეკუთვნის. ამ ქვეყნის სპორტსმენებმა 32 ზაფხულის და ზამთრის თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ დღემდე, ჯილდოს გარეშე რჩებიან. 9. მუდმივი მონაწილეები ![]() თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიას მრავალი ბოიკოტი ახსოვს. უმეტეს შემთხვევაში, ეს ცივი ომის შედეგი იყო. თუმცა, პრეცედენტები, როგორც ადრე, ასევე მოგვიანებით არსებობდა. ასეა, თუ ისე, დღეს მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ყველა თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. ესენია: საბერძნეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. 10. 2024 წლის ოლიმპიური რეკორდი ![]() 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში ჩატარდა. მაგრამ, სერფინგის შეჯიბრება კ. ტაიტიზე გაიმართა, რომელიც საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარეობს და დედაქალაქიდან 15 700 კმ–ით არის დაშორებული. ამგვარად, კუნძული, მასპინძელი ქალაქიდან, ყველაზე დაშორებული ადგილი იყო, სადაც შეჯიბრება ოდესმე ჩატარებულა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |