x
მეტი
  • 19.06.2025
  • სტატია:142861
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515250
ჩინეთმა 10G ინტერნეტის დანერგვა დაიწყო
ჩინეთმა ოფიციალურად ჩაუშვა მსოფლიოში პირველი 10G ფართოზოლოვანი ქსელი სიონგანში, ქალაქში, რომელიც ნულიდან აშენდა, რათა მომავლის ტექნოლოგიების ცენტრი ყოფილიყო და რომელიც ამჟამად პლანეტაზე შესაძლოა ყველაზე სწრაფი ინტერნეტის მქონე დასახლებული პუნქტი გახდეს.


Huawei-სა და China Unicom-ის კოლაბორაციით შემუშავებული ქსელი იყენებს 50G-PON ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს ჩამოტვირთვის სიჩქარე წამში დაუჯერებელ 10 გიგაბაიტამდე.


ეს სიჩქარე საკმარისია 8K ვიდეოს სტრიმინგისთვის, ქლაუდ თამაშების მხარდაჭერისთვის თითქმის ნულოვანი შეფერხებით და ისეთი ახალი აპლიკაციების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი და AR/VR რეალობა.


სიონგანი, რომელიც პეკინიდან დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდებარეობს, დაპროექტდა, როგორც „ჭკვიანი ქალაქის“ მოდელი, რომლის ძირითადი პრინციპი მდგრადობა და ეფექტურობაა, მათ შორის „ცხოვრების 15-წუთიანი წრის“ კონცეფციაც - სადაც ყოველდღიური საჭიროებები ფეხით სავალ მანძილზეა ხელმისაწვდომი.



თუმცა, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციებისა და უპრეცედენტო სახელმწიფო მხარდაჭერის მიუხედავად, ქალაქს ხშირად „ქალაქ-მოჩვენებასაც“ უწოდებენ კერძო სექტორის იმპულსის ნაკლებობისა და მწირი საცხოვრებელი ფართების გამო.


ჩინეთში 10G ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვა არამხოლოდ ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში კომუნისტური რეჟიმის ამბიციებს უსვამს ხაზს, არამედ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებითაც, ნამდვილად მოიპოვებს თუ არა პოპულარობას სიონგანის მსგავსი ქალაქების ფუტურისტული ხედვა.


მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილს 5G-ის დანერგვაც კი არ დაუმთავრებია, როგორც ჩანს, ჩინეთი წინ მიიწევს - სულ მცირე, სიჩქარის თვალსაზრისით მაინც. ახლა ძირითადი გამოწვევა რეალურ სამყაროში ამ კავშირის დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.


ისიც საკითხავია, რად გინდა 10G ტექნოლოგიები, თუ რაც შენ გსურს, იმას ვერც ილაპარაკებ და ვერც კიდევ - ინტერნეტიდან ჩამოწერ: ჩინეთში ხომ დემოკრატია არ არსებობს და ყველაფერი მკაცრ ცენზურას ექვემდებარება.


ისე, მაინც ძალიან საინტერესოა, 10G კავშირზე რას იტყოდნენ ის ტიპები, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს ანგრევდნენ და აქციებს აქციებზე მართავდნენ, 5G ინტერნეტი გაგვრყვნისო? საინტერესოა, სად არიან და რას ფიქრობენ ამ ყოველივეზე.


10 ჯი


2
32
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
32
  
დავითა ცალტვინა,აქ მნიშვნელოვანი არ არის რა სისტემა აქვს ჩინეთს,მხოლოდ შენაირი იდიოტები ინტერესდებიან სხვა ქვეყნის მოწყობით და მათზე ნერვიულობით. აქ მთავარია რო თქვენგან დაწუნებული ჩინეთი ამას გეგმავს და წინ მიიწევს,რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთის ქვეყნებზე. ტრამპი იბრიქებოდა,მოვალ და ჩინეთს მივხდავო,ხოდა მიხედა? ჩინეთი იმაზე ძლიერი დახვდა ტრამპუნას,რაც მის პირველ პრეზიდენტობისას იყო. შუალედი არის 4 წელი მხოლოდ,ჩინეთმა წინ წასვლა მოახერხა და გახდა დომინანტი.

სიტყვის თავისუფლება რა ფეხებად გინდა,თუ კუჭი ცარიელი გაქვს და ვერ ვითარდები? დასავლეთმა დაფინანსება რო შეგიწყვიტოთ,შიმშილით სული გაგძვრებათ თქვეჩემისებო. 30 წელი ხომ ითამაშეთ დემოკრატიობანა,რა სარგებელი მიიღეთ ამისგან ან რა ინოვაციური პროექტი დანერგეთ საქართველოში? აგერ ოცნება ამაყობს კინაღამ 10% ეკონომიკური ზრდით და ახლახან იყო,მსიყიდვეობითი უნარის პარიტეტით საქართველო მოწინავე ქვეყანა გახდა. თუ ქვეყანა ვითარდება,რა მნიშვნელი აქვს დიქტატორი იქება თუ დემოკრატიის შუქურა? თან ეს განვითარება ყველა ფენაზე ნაწილდება,ხარვეზები არის აქ,თუმცა მაინც ყველა ფენაზე ნაწილდება. თუ ბრმა არ ხარ ან დავითი ჩუთლაშვილი,ეს ადვილი დაანახია და გასააზრებელია.თუმცა დავითი ჩუთლაშვილი ხარ,ბუნების შეცდომა და მავნებელი,ლომჯარიას ტრაკის მწმენდავი. რამდენს გიხდიან ამ საქმეში? გიღირს დედის გინებათ? რასაც შენ გაგინებს ერი,ლოგიკური კითხვაა
27 აპრილი, 1:29
სი ძინ პინის მიერ ნათქვამი ფრაზა ჯო ბაიდენისადმი, " თქვენთან დემოკრატიაა, დემოკრატიას კონსენსუსი ჭირდება, კონსენსუს დრო ჭირდება, თქვენ კი დრო აღარ გაქვთ." მოგწონს ეს თუ არ მოგწონს კომუნისტური იდეოლოგია უფრო ეფექტური აღმოჩნდა. დასავლური დემოკრატია კი ამ დროს ლგბტ დღის წესრიგითაა დაკავებული.
0 1 2