x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515198
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-ნაწილი 14
image

☆☆☆

პარამკლავჭიდში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ირმა ზვერიაშვილი ჰყვება:


„ავტოავარიაში რომ მოვხვდი, მანქანა ხელით მართვაზე გადავაკეთე და ეტლით ისევ საჭეს მივუჯექი. „მაზდა“ მყავს და „მაგელანი“ შევარქვი, რადგან ბევრს ვმოგზაურობ. ერთხელ ბათუმში მივდიოდი. ქალაქს რომ მივუახლოვდი, სარკეში გავიხედე და ვხედავ, უკან მოძრავი მანქანის საჭეს ბიჭი უზის და თავზე ხელები აქვს შემოწყობილი. ჩემი რეაქცია რომ დაინახა, ასევე, თავზე ხელებშემოწყობილმა გამასწრო. მე ფეხები ფანჯრიდან გადავყავი და გავასწარი. იმ ბიჭმა ხომ მანქანა გააჩერა, წინიდან მომავალმა პატრულმა კი ისე მკვეთრად მოუხვია, რომ ლამის საბურავები დაწვა. თან გამომძახეს, „მაზდა“ გააჩერეო. უცებ გავიაზრე, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია. პატრული ისე სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, რომ ფეხების ჩამოწევა დამავიწყდა და საბუთები მივაწოდე, თან ვკითხე, რატომ გამაჩერეთ-მეთქი. ქალბატონო, ორივე ფეხი გარეთ გაქვთ გაყოფილი და მამათქვენმა მესამე ისეთი რა გაგიკეთათ, რომ მანქანას მართავთო. ავუხსენი რომ შშმ პირი ვარ, მანქანა ხელით მართვაზე მაქვს გადაყვანილი და ფეხებს ვანიავებ-მეთქი. მე კი გავიგე, მაგრამ, წინიდან მომავალი მანქანები კედელზე ადიან და ფანჯრიდან ფეხები ჩამოიღეთო“




☆☆☆

საქართველოს სახალხო მხატვარი მურაზ მურვანიძე ჰყვება: „ერთმა ჩვენმა უბნელმა ქალბატონმა დაგვპატიჟა ძმაკაცები. მივედით, ვსხედვართ. ამ დროს უზარმაზარი თუთიყუში გამოვიდა და დაჯდა.

– რომეო, სტუმრები არიანო, – უთხრა პატრონმა ფრინველს.

თუთიყუში კი მხოლოდ ბატონო, ბატონოს ამბობდა. მასპინძელს რომ არ სწყენოდა, სომხურად ვთქვი, – რა სულელი თუთიყუშია-მეთქი. თუთიყუშმა კი შემომხედა და მეუბნება: ჰა ეს? (სომეხი ხარო).“


☆☆☆

მსახიობი დათო დვალიშვილი გვიამბობს:

„ქუთაისის თეატრში ლენინის როლს ვასრულებდი. თბილისში გვაქვს ჩამოტანილი და უნდა ვითამაშოთ. გრიმი გავიკეთე, სადაცაა სპექტაკლი უნდა დაიწყოს და ჩემთან გია ფერაძე მოვიდა. გია ჩემი ჯგუფელი იყო, და მეუბნება: დათო, ერთი თხოვნა მაქვს შენთანო. რა გინდა-მეთქი. ლენინისთვის პანღური ამომარტყმევინეო. ისეთი კაცი იყო გია, რომ უარს ვერ ეტყოდი...“



☆☆☆

მოჭიდავეები ლევან თედიაშვილი და ივან იარიგინი ასპარეზს მიღმა კარგი მეგობრები იყვნენ. ერთხელ აშშ-ში ტურნე ჰქონია სსრკ ნაკრებს და თავისუფალი დრო როცა გამონახეს, კინოთეატრს ეწვია ეს ორი მეგობარი.

დარბაზში ამათ უკან ფერადკანიანთა მთელი ჯგრო მჯდარა, ერთ-ერთს ივანას (ასე მოიხსენიებდა ხოლმე ლევანი იარიგინს), სავარძელზე ფეხები შემოუდია, მიუხედავად გაფრთხილებისა, ფეხი ჩაეწია, მაინც თავისას არ იშლიდა ხულიგანი, ლევანმაც ვერ მოითმინა და მამაპაპური ალიყური უთავაზა. ფილმი მიდის, ატყდა დიდი მუშტი-კრივი. მოვიდა რამდენიმე ხანში პოლიცია, აანთეს დარბაზში სინათლე და რას ხედავენ, ხოხავს ორი ათეული აფროამერიკელი კინოს იატაკზე და ეს ორი მეგობარი სპორტსმენი კი შემდგარია ფეხებით თუ ვინმე ტოკავს თავად საღ-სალამათნი. წაიყვანა სასწრაფომ ივანას და ლევანას დაბეჟილი ბიჭები, ეს ორი ფალავანი კი შერიფმა პოლიციაში გადაიყვანა. თურმე ნუ იტყვით და ეს ნაჟეჟი აფროამერიკელები, რომელიღაც რადიკალური სექტის წევრები ყოფილან.

გამოაცილეს დიდი პატივით თედიაშვილი და იარიგინი, ფეშქაშად კი მაჩიგანის საპატიო შერიფის წოდება მიანიჭეს ორივეს.


წინა ნაწილები იხილეთ <ამ ბმულზე>

0
776
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0