x
მეტი
  • 19.06.2025
  • სტატია:142863
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515250
გაიცანით ტერენს ტაო — ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ აქვს
ტაო


რიცხვების გენიოსი


ავსტრალიელმა ტერენს ტაომ ბავშვობაშივე გამოავლინა ფენომენალური მათემატიკური ნიჭი, რომელმაც მსოფლიო გააოცა. სულ რაღაც რვა წლის ასაკში მან SAT-ის მათემატიკის კონკურსში 700-ზე მეტი ქულა დააგროვა – შედეგი, რომლის მიღწევაც ბევრ ზრდასრულსაც კი არ შეუძლია.


ტაოს IQ 230-ზე მეტია, რაც ოფიციალურად მას მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად აქცევს. 20 წლის ასაკში ის UCLA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა და დღემდე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 17 წიგნი გამოაქვეყნა, რაც მათემატიკაში უპრეცედენტო ამბავი გახლავთ.



მის უდიდეს მიღწევებს შორისაა გრინ-ტაოს თეორემა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მარტივ რიცხვებს ყოველთვის შეუძლიათ უსასრულოდ ბევრი ერთგვაროვნად განაწილებული მიმდევრობების წარმოქმნა.


მან ასევე გადაჭრა ერდოსის შეუსაბამობის პრობლემა და რევოლუციური წინსვლა მოახდინა კოლაცის ჰიპოთეზის ანალიზში – ამოხსნა ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკური თავსატეხი.


ტაომ თავისი განსაკუთრებული მიღწევებისთვის მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის პრესტიჟული ფილდსის მედალი - მათემატიკოსებისთვის ნობელის პრემიის ექვივალენტი - და მაკარტურის სტიპენდია.


ტერენს ტაო - ეს არის გენიოსი, რომელმაც უკვე სამუდამო წვალი დატოვა მათემატიკის სამყაროში!

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0