საზოგადოება 15+ პატარძალი, რომელთა საქორწილო კაბა საღამოს მშვენება გახდა 24 აპრილი, 16:25 ![]() ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საქორწილო კაბებზე. ზოგი თვლის, რომ სისულელეა ერთი დღისთვის ძვირადღირებული და ფუშფუშა კაბის ყიდვა. ზოგი, პირიქით, თვლის, რომ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღისთვის თავის განებივრება შეიძლება. ზოგი ბავშვობიდან ოცნებობს კაბის კონკრეტულ მოდელზე, ზოგი კი შემთხვევით პოულობს შესაფერისს. მაგრამ არავინ კამათობს იმაზე, რომ ქორწილის დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგჯერ პატარძლებს შეუძლიათ ბევრი საინტერესო რამ თქვან თავიანთ კაბაზე. „წარმოიდგინეთ, ის დაქორწინდა 1944 წელს, მაგრამ საქორწილო კაბის გარეშე. სპეციალურად მისთვის გადაწყვიტეს ცერემონიის გამეორება“ ![]() „შთაგონება ვიპოვე ოსკარ დე ლა რენტას შემოქმედებაში. კაბის შექმნის პროცესში მომიწია რაღაცების გამარტივება, მაგრამ ასე კიდევ უფრო მომწონს“ ![]() „დავხარჯე 435 საათი ჩემი საქორწილო კაბისა და ფეხსაცმლის მოქარგვაზე“ ![]() „ჩემი დედამთილი და მისი დედა კაბას ბოლო წუთს ასწორებენ“ ![]() „დიდხანს ვეძებდი კაბას, მაგრამ ვერ ვიპოვე. მომიწია სხვადასხვა თარგის გაერთიანება და აი, ჩემი კაბა მზად არის“ ![]() „ასეთ კაბაზე ვოცნებობდი ჯერ კიდევ ჩემი შეყვარებულის გაცნობამდე. მხოლოდ 100 დოლარად ვიყიდე“ ![]() „ორივე სამედიცინოს სტუდენტები ვართ, ამიტომ ქორწილისთვის ბიუჯეტი მინიმალური გვქონდა. გაგვიმართლა და ყველაფერი შესანიშნავად იყო. ყველაზე მთავარია, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია“ ![]() „ჩემი ბებია-ბაბუის ქორწილში სტუმრები არ ყოფილან, მხოლოდ მოწმეები. ბებიამ გადაწყვიტა, რომ ფუშფუშა თეთრი კაბის ყიდვა სისულელე იქნებოდა და ყოველდღიური კაბა ჩაიცვა“ ![]() „ჩემი კაბა ძალიან იაფი იყო და ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული მასში, მაგრამ ახლა ფოტოები მივიღე და მიხარია, რომ ჩავიცვი“ ![]() „ზუსტად ვიცოდი, რომ თეთრ კაბას არ ჩავიცვამდი. ჩემი საოცნებო კაბის იმიჯი მქონდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. კოსმოსის ფერებით შთაგონებული ვიყავი და თავად შევქმენი ის“ ![]() „მთელი 9 თვე ვქსოვდი ჩემს კაბას მაქმანებიანი ნაქსოვი ხელსახოცებისგან. მათ წინასწარ ვაგროვებდი, ზოგი ნათესავებისგან ვითხოვე“ ![]() „ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი კაბა სულ რაღაც 200 დოლარი ღირს! ცნობისმოყვარეობის გამო AliExpress-ზე 4 სხვადასხვა კაბა ვიყიდე. დანარჩენ სამს გავყიდი, რადგან ეს ნამდვილი წარმატებაა“ ![]() „ვიპოვე ჩემი საქორწილო კაბა სულ რაღაც 11, 50 დოლარად. წარმომიდგენია, როგორ მეკითხებიან: „1150 დოლარს გულისხმობდი?“ ნამდვილი აღმოჩენაა“ ![]() „ჩემი ბებია, ხოლო 40 წლის შემდეგ დედაც ერთსა და იმავე კაბაში გათხოვდნენ“ ![]() „ჩემი ქორწილის თემა არის „ძველი ჰოლივუდი“. შთაგონებული ვიყავი მერილინ მონროს იმიჯით, გარდა ამისა, არასტანდარტული ზომა მაქვს. ამიტომ თავად შევიკერე“ ![]() „ბებია ინდიელია და ქორწილისთვის მინდოდა კულტურების გაერთიანება, ამიტომ კაბა თავად შევიკერე“ ![]() „ეს საქორწილო კაბა უფასოდ მივიღე. სახლში მოსატანად დიდი ძალისხმევა გავიღე, რადგან ძალიან მძიმეა“ ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 15+ დედა, რომელთა სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს 15 ემოციური საქორწინო ფოტო, რომელიც აღბეჭდავს მომენტის სიკაშკაშეს 18 საკულტო წყვილის ფოტოები ურთიერთობის დასაწყისში და დაშორებამდე „1 საათით“ ადრე მამების ემოციური ფოტოები, რომლებმაც პირველად დაინახეს ქალიშვილები საქორწილო კაბებში 21 საოცარი დამთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მონათესავე სულები არსებობს 321 1-ს მოსწონს |