x
მეტი
  • 24.05.2025
  • სტატია:142474
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514862
ცოლი ჩუმად იღებდა ქმრის ინტიმურ კავშირს საყვარელთან და ინტერნეტში აქვეყნებდა
image

ჩინეთში, გუანსი ჩჟუანის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებმა ქალმა ფარული კამერით გადაიღო ქმრის სქესობრივი კავშირი მის საყვარელთან და ვიდეოები ინტერნეტში გამოაქვეყნა. ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) იტყობინება.


2023 წლის აგვისტოში ქალმა გვარად ვანგმა აღმოაჩინა ფარული კამერა სახლში, სადაც ის ხვდებოდა დაქორწინებულ მამაკაცს. მალევე გაირკვა, რომ მოტყუებულმა მეუღლემ, რომელსაც მედიაში მას გვარი ლით მოიხსენიებენ, ნათესავების დახმარებით სახლში კამერა დაამონტაჟა.


მან სოციალურ ქსელში ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, თან კომენტარებს ურთავდა, სადაც ქმრის ღალატის შესახებ საუბრობდა. შედეგად, ბევრმა ადამიანმა ნახა ჩანაწერები.



ვანგი თავიდან პოლიციას დაუკავშირდა, სთხოვდა სამართალდამცავებს ჩანაწერების წაშლას, შემდეგ თავად ლის, მაგრამ მან უარი უთხრა.


ამის შემდეგ საყვარელმა ლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, იგი ითხოვდა, რომ მოტყუებულ ცოლს წაეშალა ვიდეოები და გადაეხადა მისთვის მსხვილი კომპენსაცია პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მორალურად მიყენებული ტანჯვის გამო. თუმცა, სასამართლოში ლიმ განაცხადა, რომ სახლი, რომელშიც ქმარი ღალატობდა, მის ხარჯზე იყო დაქირავებული და მან კამერა დაამონტაჟა მათი შვილის უსაფრთხოების გამო.


აპრილში სასამართლომ დაადგინა, რომ ლიმ დაარღვია ვანგის უფლებები და უბრძანა ფარული კამერით მოპოვებული ყველა ინტიმური ჩანაწერის წაშლა. თუმცა, ვანგს უარი უთხრეს კომპენსაციის მიღებაზე, იმ მოტივით, რომ იგი ასევე არაკეთილსინდისიერად მოიქცა და შეგნებულად ჰქონდა რომანი დაქორწინებულ მამაკაცთან.

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0