x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მას მობეზრდა სათითაოდ დახოცვა და ორმაგ მკვლელობებს გეგმავდა"-კრიმინალური არქივიდან
image

1991 წლის 3 ოქტომბერი. ნევის ტყეპარკში შემოვლისას მუშას საშინელ აღმოჩენას წააწყდება .შავ მდინარეში 12 წლის გოგონას ცხედარი გდია . სასამართლო ექსპერტები გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალს ვერ აღმოაჩენენ და მიდიან დასკვნამდე, რომ იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა-წყალში დაიხრჩო.

1992 წლის იანვარში სისხლის სამართლის საქმე დაიხურა დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო.


მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1992 წლის 26 დეკემბერს, იმავე ნევის ტყეპარკში იპოვეს 13 წლის გოგონას ცხედარი. მოზარდის სხეულზე საშინელი დაზიანებები აჩნდა და დეტექტივები მიხვდნენ, რომ სანკტ-პეტერბურგში სასტიკი მანიაკი გამოჩნდა.

***

სასამართლო ექსპერტების თქმით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი.13 წლის ოლგა ვასილიევა ჯერ გააუპატიურეს, რამდენჯერმე დანა ჩაარტყეს და შემდეგ ყელი გამოჭრეს. სასტიკმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო მთელი ქალაქი, თუმცა მალევე, 1993 წლის 1 მარტს ნევის ტყე-პარკში იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი, ახალგაზრდა გოგონა, რომლის ვინაობაც დღემდე ვერ დადგინდა.


ის, რომ დანაშაულების უკან ერთი და იგივე დამნაშავე იდგა, მეტყველებდა მანიაკის დამახასიათებელი ხელწერა. ყველაფრის დასრულების შემდეგ, მსხვერპლს ნეილონის კოლგოტებს აცმევდა.


მილიცელებმა დაიწყეს ტყე-პარკის თანამშრომლების, ახლომდებარე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების, აგრეთვე მსჯავრდებულებისა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლების შემოწმება.

imageფოტოზე: შავი მდინარე ნევის ტყეპარკში


თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია, ისევე როგორც ნევის ტყეპარკში გაძლიერებული პატრულირება. 1993 წლის სექტემბერში იქ იპოვეს 13 წლის ტატიანა ირტიშოვას ნეშტი. სასამართლო ექსპერტების თქმით, "ნეველმა მანიაკმა" (ასე უწოდეს მას გამომძიებლებმა) ის ჯერ კიდევ მაისში მოკლა.


ირტიშოვას იდენტიფიცირება მხოლოდ კბილებისა და მკლავის ძვლის წყალობით მოხდა, რომელიც თავის დროზე არასწორად იყო შეხორცებული. ამავდროულად, გამოძიებას ჰქონდა მცირე მინიშნება: გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, ტატიანამ მეგობრებს უთხრა, რომ აპირებდა მილიციელთან შეხვედრას, თუმცა დეტალები არ გაამჟღავნებია.


მანიაკს მხოლოდ მეხუთე დანაშაულის შემდეგ მიაკვლიეს: 1995 წლის სექტემბერში მან გააუპატიურა და მოკლა 15 წლის სვეტლანა კარიმოვა.


"მაჯაზე დაჟეჟილობები შევნიშნეთ. ჰისტოლოგიური კვლევების დროს კი იქ ლითონის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ეს არაფერს მიანიშნებდა, მაგრამ ირიბად ბევრს თავში გაუელვა, რომ [მანიაკი] იყო [სამართალდამცავი ორგანოების] თანამშრომელი."პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ანდრეი კუბარევი



image

ოპერატიულების ეჭვები მალევე დადასტურდა: აღმოჩნდა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სვეტლანა კარიმოვამ მეგობრისგან ისესხა ხუთი ათასი მანეთი. გოგონამ განმარტა, რომ მას ფული სჭირდებოდა, რათა გადაეხადა ჯარიმა ვინმე მილიციელისთვის, რადგან ცდილობდა მეტროში უფასოდ გაძვრომას.


ყველა მონაცემის შესწავლის შემდეგ, გამორციხვლის მეთოდით გამომძიებლებს დარჩათ ორი ეჭვმიტანილი პეტერბურგის მეტროს შინაგან საქმეთა სამმართველოს ორ თანამშრომელი. მალევე ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი მოიხსნა: როგორც გაირკვა, სვეტლანა კარიმოვას მკვლელობის დღეს მამაკაცი ქალაქში არ იმყოფებოდა. შედეგად, გამოძიებას მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დარჩა: პოლიციის უფროსი სერჟანტი პაველ შუვალოვი.


ის ჩვეულებრივ მორიგებოდა "პროლეტარსკაიას", "პლოშჩად ლენინას", "ობუხოვოს", "ლომონოსოვსკაიასა" და "ელიზაროვსკაიას" სადგურებზე.

image


პაველ შუვალოვი დაიბადა 1968 წლის 1 მარტს ლენინგრადში(ამჟამინდელი სანკტ-პეტერბურგი) შეძლებულ საბჭოთა ოჯახში. ის გვიანდელი, ნანატრი შვილი იყო და ბავშვობაში მშობლები მას ყოველ ახირებას უსრულებდნენ. შუვალოვი ხშირად ავადმყოფობდა, თავისუფალ დროს უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა და თანატოლებთან პრაქტიკულად არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა. როგორც მოგვიანებით მან თქვა, 12 წლის ასაკში, კლასელებმა იგი სასტიკად სცემეს. რა დროსაც კოლგოტი გადაჭრეს და თავზე ჩამოაცვეს. შემდგომში შუვალოვი თავის მსხვერპლს ანალოგიურად ეპყრობოდა.


სკოლის დამთავრების შემდეგ შუვალოვი ჯარში მსახურობდა, იქიდან დაბრუნების შემდეგ მოეწყო მილიციაში, ლენინგრადის მეტროს შინაგან საქმეთა სამმართველოში.


გამომძიებლები ჩხრეკის ორდერით შუვალოვს 1995 წლის 18 დეკემბერს დაადგნენ სახლში, რომელსაც ღამის მორიგეობის შემდეგ ეძინა.

იქ მათ იპოვეს დანა. დანაშაულის იარაღი, საგულდაულოდ გარეცხვის მიუხედავად მის მილიციელის ფორმას სისხლის მკრთალი ლაქები ეტყობოდა.ხოლო ნაგვის ურნაში იპოვეს ხელბორკილები, რომლებიც ადრე სვეტლანა კარიმოვას ეკეთა.


მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო იმ არასრულწლოვან გოგონების ტელეფონის ნომრების სია, რომლებიც მეტროში უფასოდ გასვლას ცდილობდნენ - როგორც მოგვიანებით გაირკვა, შუვალოვმა ეს ნომრები კოლეგებისგან ოფიციალური აუცილებლობის საბაბით იღებდა.

image

"პირველივე დაკითხვაზე შუვალოვმა არ უარყო დანაშაულები. მან აღიარა, რომ მოქმედებდა ერთი სქემით: აკავებდა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ცდილობდნენ მეტროში უფასოდ ჩასვლას, აშინებდა და სამუშაო საათების შემდეგ შეხვედრას აიძულებდა. მილიციელს ისინი ნევის ტყეპარკში მიყავდა, საიდანაც არცერთი გოგონა ცოცხალი არ დაბრუნებულა."


"ის ძალიან გულწრფელი იყო. მაგალითად, გვითხრა, რომ უკვე მობეზრდა სათითაოდ დახოცვა. ამიტომაც პაველმა ორმაგი მკვლელობა დაგეგმა. და მას უკვე ყველაფერი ჰქონდა დაგეგმილი: ვის სად მიება, როგორ მოეკლა, სად რა მიმოებნია და სად რა ჩამოეკიდა"-ანდრეი კობირევი-1995 წელს უფროსი ოპერმუშაკი.


1997 წლის 11 ივნისს სანკტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ შუვალოვი დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა სასჯელის უმაღლეის ზომა - დახვრეტა.


თუმცა მალე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, იგი შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით.შუვალოვი 2020 წელს ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.



imageსხვა სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0