საზოგადოება "არ უცემიხარ არავის და თვალს არ კარგავდი? სახელზე აქცენტი აღარ გააკეთო"- ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი 23 აპრილი, 16:50 პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის მეუღლე, ნუგო კაკულია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ, ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ - ლაივს ეხმაურება და მას "0 უჯრედიანს" უწოდებს:"ეხლა მოვისმინე ნანულას ლაივი, ალბათ ტყუილსაც ჭირდება ის ერთი უჯრედი, თუმცა ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე … თქვენს წინაშეა 0 უჯრედი."- დაწერა კაკულიამ, რომელსაც მალევე ნანუკა ჟორჟოლიანისგან საპასუხო კომენტარი მოჰყვა:"რომელი ტყუილი? არ უცემიხარ არავის და თვალს არ კარგავდი?თუ ბიჭი არაა ქვეყნიდან გაქცეული რომელსაც ქილერი მიუგზავნეთ.თუ დიდ ფულზე არ იყო ლაპარაკითუ შენი ცუდი სიმთვრალიდან არ დაწყებულა ყველაფერი. და ნუგო რომ გქვია სახელზე აქცენტი აღარ გააკეთო."შეგახსენებთ, რომ ფეისბუქ - ჩართვაში ნანუკა ჟორჟოლიანმა, თეა წულუკიანს მის მეუღლესთან დაკავშირებული ინციდენტი შეახსენა რომელიც ე.წ. "ობშიაკის" ფულის მოპარვას ეხებოდა:"მაშინ, როცა შენი მეუღლე, ნუგზარ (ნუგო) კაკულია ცემეს სასიკვდილოდ, იმიტომ რომ ე.წ. ობშიაკის ფული მოიპარა, რატომ გამოუშვი ქუჩის ბიჭები და შენს ქმარს არ დააწერინე ჩვენება, საქმე მიფარცხე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და შენს მეუღლე ნუგოს, იმ ბიჭებმა ის ფული მიატანინეს. თუ კომისია ამ თემაზე დამიბარებს, შემიძლია სახელები და გვარები დავასახელო იმ ბიჭების… ან როგორ გადაარჩინე ნუგო დაკავებას…" - განაცხადა ტელეწამყვანმა ჩართვისას.შეგახსნებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ - ლაივი მის წინაღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და წულუკიანის მიერ მის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას მოჰყვა, საკითხი ეხებოდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე, ბიზნესმენ ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებს, რომელიც 2005 წელს, მის საქმიანობას უკავშირდებოდა.477 შეფასება არ არის |