სხვა 7 ფაქტი არქტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ 25 აპრილი, 8:27 ადამიანების უმეტესობა არქტიკას, ანტარქტიკას და ანტარქტიდას ერთმანეთში ურევს. ანტარქტიკა — ბუნებრივი ზონაა, რომლის სამხრეთ საზღვარი 48-60°–იან განედებზე გადის. ამ ზონის ცენტრალური ნაწილი — ანტარქტიდას და სამხ. პოლუსს უკავია. არქტიკა კი — ჩრდ. პოლუსის მიმდებარე ტერიტორია. ამ სტატიაში, სწორედ არქტიკაზე გვექნება საუბარი: ![]() არქტიკაში, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ბევრს ჰგონია, რომ არქტიკა ყინულის უდაბნოა, რომლებშიც მხოლოდ სამეცნიერო სადგურებია განთავსებული. მაგრამ, არქტიკაში ადამიანები მხოლოდ კი არ ცხოვრობენ, არამედ იქ, მთელი ქალაქებია! ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, ისლანდია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი, ნაწილობრივ, არქტიკაში მდებარეობს. სიტყვა — «არქტიკა» ბერძნული წარმოშობისაა თითქოს, სად საბერძნეთი და სად არქტიკა? მაგრამ, სწორედ ბერძნებმა მისცეს ამ რეგიონს სახელი. ბერძნულად «არქტოსი» — ძუ დათვია. მაგრამ, არა თეთრი, არამედ დიდი დათვის თანავარსკვლავედი. უფრო დეტალურად კი, ἄρκτος — «ძუ დათვი», ἀρκτικός — «მდებარეობს დიდი დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ». ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ყველაზე პატარაა მსოფლიოში ოკეანის ფართობი 14, 01 მლნ. კვ/კმ–ია. შედარებისთვის, ატლანტის ოკეანე 106, 4 მლნ. კვ/კმ–ს მოიცავს, წყნარი — 161, 8 მლნ. კვ/კმ–ს. არქტიკაში თესლის მსოფლიო საცავი მდებარეობს საცავი კუნძულ შპიცბერგენზე (ნორვეგია) მდებარეობს. მასში 4000–ზე მეტი სახეობის მცენარის თესლია, იმ შემთხვევაში, თუ დედამიწაზე კატასტროფა მოხდება. ![]() არქტიკის ყინული დედამიწას გადახურებისგან იცავს ყველას სმენის «ოზონის ხვრელზე» და ანტარქტიდის მყინვარების დნობაზე. მაგრამ, დედამიწის კლიმატისთვის, არქტიკული ყინულიც მნიშვნელოვანია. ის მზის სხივებს ირეკლავს და დედამიწას გადახურებისგან იცავს. ჩრდ. პოლუსი გაცილებით თბილია, ვიდრე სამხ. პოლუსი არქტიკა — ხმელეთით გარშემორტყმული ოკეანეა, ხოლო ანტარქტიდა — ოკეანით გარშემორტყმული ხმელეთი. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დიდი ნაწილი ყინულით არის დაფარული, ჩრდ. ყინულოვანი ოკეანე უფრო მეტ სითბოს ინარჩუნებს, რაც ჰაერის გათბობას (შედარებით, რა თქმა უნდა) უწყობს ხელს. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა ჩრდ. პოლუსზე 0°C–ია. სამხ. პოლუსზე კი — -28°C–ი. არქტიკა — თოვლის ბაბუის სამშობლოა თოვლის ბაბუას ზუსტი მისამართიც კი აქვს: Joulumaantie 1, 96930 Arctic Circle, Finland. იქ ის მხატვარ–კარიკატურისტმა თომას ნასტმა (Thomas Nast) «დაასახლა», როდესაც XIX ს. 60–იან წლებში, სანტა–კლაუსის ნახატები გამოაქვეყნა. იქიდან მოყოლებული, თოვლის ბაბუა არქტიკული წრის მიღმა, უფრო სწორედ — ლაპლანდიაში ცხოვრობს.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |