ქვემო ქართლი ტრაგედია ფოლადაანთკარში-ტბაში მამა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიხრჩო 22 აპრილი, 11:09 ![]() გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადაანთკარში, თავად თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშნიდან არიან. "ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები არიან გარდაცვლილები. სტუმრად ყოფილან წასულები გიას მეორე მეუღლის სოფელში. როგორც შევიტყვეთ, მამა და შვილები სათევზაოდ წასულან, უთევზავიათ. ჩვენ გუშინ შევიტყვეთ ეს სამწუხარო ამბავი. გიას სამი შვილი ჰყავს. ორი იყო როგორც ვიცი მამასთან ერთად და დაიხრჩვნენ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ხოდაშნიდან. გიას პირველი მეუღლე და ბავშვების დედა სიმსივნისგან გარდაცვლილა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ტბა, სადაც ტრაგედია მოხდა, საშიშია და მის გაუქმებას დიდი ხანია, ითხოვენ. მათივე თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტბა სკოლასთან ახლოსაა, წლების წინაც აქ ტრაგედია დატრიალებულა და 9 წლის ბავშვი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 56 3-ს მოსწონს
|