სხვა
"ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა." - ლელა კაკულიას მიმართვა საზოგადოებას
22 აპრილი, 9:37

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი სადღესასწაულო მიმართვა, სადაც ის სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ლელა კულიას მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ქრისტე აღდგა, საქართველო!
აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს ხალხს.
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ, ქართველებო. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა გალაღებულნი, თავისუფალნი, ძლიერნი და ბედნიერნი. და დაესწრებით კიდეც.
იმედი არ გადაიწუროთ, სასოწარკვეთას არ მიეცეთ! მალე დასრულდება ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოს თავს ტრიალებს და შვებით ამოისუნთქებთ.
ბოროტმა ვერ შეძლო, ავბედითი წრე გაეხსნა და რამე დაეკლო ჩვენი სამშობლოსთვის; ვერც შეძლებს!
‼️გახსოვდეთ: ეს ქვეყანა მარადიულია და უკვდავი. ჩვენ ისეთი კოლოსალური ენერგია გვიცავს, დედამიწაზე ერთი ქვეყანაც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება; ერთი ადამიანიც რომ დარჩეს - ქართველი იქნება!
ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა.
სიყვარულით, თქვენი ლელა კაკულია ❤️"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.