შიდა ქართლი პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითოეული სკოლას 1 მილიონ რუბლს დაურიგებს 21 აპრილი, 11:37 ![]() 19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვნელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო პირველად ეწვია ცხინვალს, როგორც კრემლის ახალი კურატორი სამხრეთ ოსეთში.ამის შესახებ ამის შესახებ Эхо Кавказа წერს. ვიზიტის დროს მან მოლაპარაკება გამართა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან, შეხვდა სამხრეთ ოსეთის დეპუტატებს და გააკეთა არაერთი განცხადება მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის შესახებ. მათ შორის კურატენკომ აღნიშნა, რომ რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით "9 მაისისთვის, სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებასა და სკოლას რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ერთი მილიონი რუბლი (33 000 ლარი) გადაეცემა". კირიენკოს განმარტებით, ეს თანხა დიდწილად გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაიხარჯება, რაც მემორიალების, სამახსოვრო სტენდებისა და მუზეუმების კეთილმოწყობას გულისხმობს. ამასთან, კირიენკომ აღნიშნა, რომ პუტინმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში Промсвязьбанк -ის განყოფილების გახსნაც დაავალა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, პენსიონერებს ახალი ბანკის მეშვეობით, პენსიის აღება უფრო გაუმარტივდებათ. გარდა ამისა, პუტინმა "მიიღო გადაწყვეტილება გამოყოს მნიშვნელოვანი თანხები საბაჟო-გამშვებ პუნქტ ქვედა ზარამაგის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციისთვის", თქვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ. კირიენკომ და გაგლოევმა კვაისში ყვავილებით შეამკეს უკრაინის ომში დაღუპული სერჟანტი რადისლავ ხუგაევის ძეგლი; ასევე სამშვიდობოების და დიდი სამამულო ომის მემორიალი; მემორიალური კომპლექსი "სამხრეთ ოსეთის დამცველები". 50 2-ს მოსწონს
|