პარამეცნიერებები "თეთრი ძმა" მოვა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლება" – რა იწინასწარმეტყველეს ჰოპის ტომის ინდიელებმა? 24 აპრილი, 8:36 ჰოპის ტომის ინდიელებს არიზონას შტატში (აშშ) თვითგამოცხადებული სახელმწიფო აქვთ და ლეგენდის თანახმად, ტომის უძველესმა წარმომადგენლებმა, ცოდნა, რომელსაც დღეს ფლობენ, დაღუპული ცივილიზაციისგან მიიღეს. ტომს უძველესი ქვის ფილები აქვს, რომელიც მათთვის, ყველაზე დიდი განძია. ისინი ფილებს მკაცრად იცავენ და შამანები, თავიანთ მემკვიდრეებს გადასცემენ. ამ ქვებზე, როგორც ამბობენ, წინაპრების გზავნილია, კაცობრიობის მომავლის შესახებ. წელიწადში ერთხელ, ადგილობრივი რიტუალების ჩატარების დროს, ტომის ყველაზე ძლიერი შამანი ინფორმაციას ზეციდან (გარკვეული პერიოდის მანძილზე, ადამიანის სული სხეულს ტოვებს და ზეცაში ადის) იღებს და მას ქვეყნის პრეზიდენტს უგზავნის. როგორც ჰოპის წარმომადგენლები ამბობენ, ინფორმაცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლებას, ერთი წლით ადრე მიაწოდეს. თუმცა, რატომღაც, ეს წინასწარმეტყველება სერიოზულად არავინ მიიღო. მათ ასევე იწინასწარმეტყველეს I, II და III მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების თარიღები. მათი თქმით, III მსოფლიო ომის პირობებში, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ. ის საუკუნის დასაწყისში, ერაყის ტერიტორიაზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. იმის გამო, რომ ომი ლოკალურია, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა, მის არსებობას ვერ გრძნობს. პლანეტაზე რთული პერიოდი 2035 წლამდე გაგრძელდება და შემდეგ, «ნათელი მომავალი» დადგება! უფრო დეტალური წინასწარმეტყველება კი ასეთია: მათმა შამანებმა (ქურუმი) იწინასწარმეტყველეს, რომ «პაკანი» – «თეთრი ძმა» მოვა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლება. ინდიელები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ პლანეტას გაწმენდა სჭირდება. დღეს დედამიწა ადამიანებისგან დიდ ზეწოლას განიცდის. ხდება დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარება, რაც პლანეტის გადახურებას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, სტიქიური უბედურებების რაოდენობის ზრდა. ამაში ინდიელებს მეცნიერებიც ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ მომავალში, თუ არაფერი შეიცვლება, მსოფლიო ოკეანის დონე აიწევს და ხმელეთის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალში ჩაიძირება. ჰოპის ინდიელთა თქმით, მოვა დრო, როდესაც სიკეთეს და ბოროტებას შორის, დიდი ბრძოლა დაიწყება... და ყველას მოუწევს მხარის არჩევა. ინდიელები თვლიან, რომ სწორედ მაშინ მოხდება ყველაზე მძლავრი იარაღის გამოყენება და პლანეტაზე, მხოლოდ საუკეთესო ადამიანები დარჩებიან – მხოლოდ ისინი, ვინც სიკეთის ერთგულნი იქნებიან... არხის სხვა სიახლეები:* "სერგოს გარდაცვალების დეტალებზე, სიტყვა არავისთან დაგცდეს. შენ მე მიცნობ..." – რატომ გასცა სტალინმა ორჯონიკიძის გარდაცვალებაზე დუმილის ბრძანება?* პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ ამ რწმენაზე უარი თქვეს...* რა უთხრა გოლგოთის გზაზე მიმავალმა იესომ ადამიანს, რომელმაც მის სახლთან დასვენების უფლება არ მისცა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?832 1-ს მოსწონს
|