x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რაში სჭირდებოდა მუსოლინის საქართველო და როგორ დასრულდა რეგიონის ხელში ჩაგდების მცდელობა?

იტალიაში, საქართველოს ხელში ჩაგდების გეგმა, ჯერ კიდევ, პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. იმ დროს, რუსეთში მძიმე ვითარება იყო. ამიტომ, თუ მოკავშირეები ანტანტიდან, რუსეთის დაშლის შემდეგ, მსუყე ნაწილის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ, იტალიას ამიერკავკასია აინტერესებდა. კერძოდ – საქართველო.

1919 წ–ს ინგლისის ზეწოლით და ბიძგით, იტალიის პრემიერ–მინისტრი ვიტორიო, კავკასიაში შემოჭრას, 100-ათასიანი არმიით აპირებდა. მაგრამ, მოულოდნელად, ამ ლაშქრობის წინააღმდეგ, იტალიის მეფე ემანუელ III გამოვიდა. ამის შემდეგ, ორლანდო იძულებული გახდა დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო. ხოლო, ახალმა ხელისუფლებამ, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები დაივიწყა...


image


და ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ხელისუფლების სათავეში მუსოლინი არ მოვიდა, რომელიც საქართველოზე გავლენის დამყარების იდეით იყო შეპყრობილი.

მუსოლინი თვლიდა, რომ ქვეყნის განვითარება, კოლონიების მეშვეობით უნდა მომხდარიყო. ამ მხრივ კი, იტალიას დიდი პრობლემები ჰქონდა – უფრო სწორედ, საკმარისი რაოდენობის კოლონიები არ გააჩნდა.

რამდენიმე ათეული წელი გავიდა, ვიდრე 1922 წ. ხელისუფლებაში მოსული მუსოლინი, საკუთარი გეგმის განხორციელებას შეუდგა... და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მოქმედება, როდესაც ჰიტლერმა თავისი ჯარები სსრ კავშირისკენ გაგზავნა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელი დიქტატორი, კავკასიაში საკუთარი გავლენის დასამყარებლად, II მსოფლიო ომამდეც აქტიურად მუშაობდა. საქართველოში მან აგენტების ფართო ქსელი შექმნა. იტალიის სასარგებლოდ, ჯაშუშები, პროვოკატორები და პროპაგანდისტები მუშაობდნენ. მაგრამ ეს, საკმარისი არ იყო...

და აი, შანსი გაჩნდა – მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

ქართულმა ოპოზიციამ გაიხარა... ხმა გავრცელდა, რომ ირაკლი ბაგრატიონი, იტალიელების მხარდაჭერით, მალე ტახტზე ავიდოდა. მუსოლინიმ კი, საქართველოს დასაპყრობად, 50 000–იანი არმია გამოგზავნა. მაგრამ, მისმა მეომრებმა მხოლოდ კისლოვოდსკამდე, ესენტუკამდე და პიატიგორსკამდე შეძლეს მისვლა.

კავკასიისთვის ბრძოლებში, 40 ათასამდე იტალიელი დაიღუპა. ვინც გადარჩა და ტყვედ არ ჩავარდა, რეგიონიდან გაიწვიეს და გერმანელების არმიას შეუერთეს, რომელიც იმ დროს დონთან იდგა.

ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ რატომ საქართველო? საქმე იმაშია, რომ მუსოლინის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონი აინტერესებდა (თუმცა, შესაძლოა, ამ მხრივ, მისი მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, გადაჭარბებულიც იყო). გარდა ამისა, საქართველოში, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ოპოზიცია უფრო ძლიერი იყო. ამიტომ, საკმარისი იყო, საქართველოში როგორმე შემოეღწია და შემდეგ, პრობლემა არ იქნებოდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ ამ რწმენაზე უარი თქვეს...

* რა უთხრა გოლგოთის გზაზე მიმავალმა იესომ ადამიანს, რომელმაც მის სახლთან დასვენების უფლება არ მისცა

* რა თქვა სიკვდილზე მამაკაცმა, რომელიც ელვის დარტყმის შემდეგ, 30 წუთი მკვდარი იყო

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



1
1216
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1216
  
22 აპრილი, 19:12
მტკნარი სისულელე.
0 1 1