საზოგადოებრივი "სერგოს გარდაცვალების დეტალებზე, სიტყვა არავისთან დაგცდეს. შენ მე მიცნობ..." – რატომ გასცა სტალინმა ორჯონიკიძის გარდაცვალებაზე დუმილის ბრძანება? 23 აპრილი, 8:59 სერგო ორჯონიკიძე – ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის სახელიც საბჭოთა კავშირში ბევრ დასახლებულ პუნქტს და ქუჩას ერქვა. ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, სულ რაღაც 50 წლის გარდაიცვალა. ორჯონიკიძე რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგა, ბოლშევიკების გამარჯვება იზეიმა, ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის დაწყებისა, ერთ-ერთი პირველი იყო და სრულიად შესაძლებელია, რომ დიდ სამამულო ომამდეც ეცოცხლა და 1945 წლის 9 მაისს, გამარჯვების დღეც ეზეიმა... თუმცა, 1937 წელს, რეპრესიების მძვინვარების ეპოქაში გარდაიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არ დაუკავებიათ და არც დაუხვრეტიათ... და მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. რევოლუციური საქმიანობა სერგო ორჯონიკიძე შეძლებულ ოჯახში დაიბადა, ამიტომ კარგი განათლების მიღება შეძლო. თავდაპირველად ის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კი, სწავლა საფერშლო (პარამედიკოსი) სასწავლებელში გააგრძელა. ძალიან მალე, ის რევოლუციურ წრეში ჩაერთო. ორჯონიკიძე, როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებდნენ, ყოველთვის პირდაპირი იყო და საკუთარ შეხედულებებს, პრაქტიკულად, არ მალავდა, რისთვისაც ციხეში და გადასახლებაში, ხშირად ხვდებოდა. ორჯონიკიძე რევოლუციური იდეების ერთგული იაკუტიაშიც კი რჩებოდა, სადაც მისი საქმიანობის გამო გადაასახლეს. სერგო, ყველაფრის მიუხედავად, სამედიცინო პრაქტიკას აგრძელებდა, ეხმარებოდა ხალხს გარშემო. გარდა ამისა, ადგილობრივებში, აგიტაციასაც ეწეოდა – ავრცელებდა პროკლამაციებს, რომელიც რეცეპტების სახით იყო შენიღბული. მისი ზედამხედველები ფიქრობდნენ, რომ ხალხს კურნავდა, მაგრამ, სინამდვილეში, რევოლუციურ იდეებს უნერგავდა ადგილობრივებს. ორჯონიკიძე იყო ჩართული რევოლუციურ მოვლენებში კავკასიაში, მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში, იყო საგანგებო კომისარი უკრაინაში.
სტალინის მეგობარი და "ინდუსტრიალიზაციის მამა" გრიგოლ ორჯონიკიძემ ("სერგო" – მისი პარტიული სახელი იყო) და იოსებ ჯუღაშვილმა ერთმანეთი 1907 წელს, ბაქოს ციხეში გაიცნეს. მათი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდა, ისინი მუდმივად თანამშრომლობდნენ და ურთიერთობდნენ. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი, იმ რამდენიმე ადამიანიდან, ვინც სტალინს "შენობით" მიმართავდა. სტალინს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სერგო ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ამოცანას გაუმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ, დანიშნეს ორჯონიკიძე მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრად... და სერგომ მოლოდინი არ გააცრუა. საბჭოთა კავშირი მეორე ადგილზე იყო მსოფლიოში, ინდუსტრიული წარმოების მოცულობით. თუმცა 30-იან წლებში, სერგოს და სტალინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. სტალინმა ორჯონიკიძის მხარდამჭერებისგან ხელისუფლების "გაწმენდა" დაიწყო. ხოლო, ლავრენტი ბერიამ, რომელიც სერგოს არ მოსწონდა, პოლიტიკური წონის მატება დაიწყო. შემდეგ კი, სერგო ორჯონიკიძეს ძმა პაპულია (პაველ ორჯონიკიძე) დააკავეს. სერგო ორჯონიკიძე შიშობდა თავისი სიცოცხლის გამო, ძალიან განიცდიდა ახლობელი ადამიანის მძიმე ხვედრის გამო. საიდუმლო გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსიის მიხედვით, სერგო ბევრს მუშაობდა, ნერვიულობდა, განიცდიდა... შედეგად, გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებობს შესაბამისი დოკუმენტიც, რომელშიც მისი სიკვდილის მიზეზია დაფიქსირებული. თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც: ჯერ ერთი, დახვრიტეს ყველა, ვინც ორჯონიკიძის გარდაცვალების ცნობას მოაწერა ხელს. შესაძლოა, ეს დამთხვევაც იყო, რადგან იმ დროს ბევრი სიკვდილით დასჯა განხორციელდა. მაგრამ, შესაძლოა, ეს შემთხვევითობა არ ყოფილიყო. მეორეც, ცნობილია, რომ იოსებ სტალინმა სერგოს ქვრივს უთხრა: "სერგოს გარდაცვალების დეტალებზე, სიტყვა არავისთან დაგცდეს. შენ მე მიცნობ..." რა დეტალები იყო საუბარი? – ამის შესახებ, ისტორია დუმს. არსებობს აზრი, რომ ორჯონიკიძე თანამებრძოლებმა მოკლეს. გარდა ამისა, იმასაც ვარაუდობენ, რომ სერგომ თავად გადაწყვიტა სიცოცხლის დასრულება და გეგმა სისრულეში მოიყვანა. გარდა ამისა, სერგოს ცხედრის კრემაცია მოხდა. ნეშტის თანამედროვე მეთოდებით გამოკვლევა და რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია... არხის სხვა სიახლეები:* რაში სჭირდებოდა მუსოლინის საქართველო და როგორ დასრულდა რეგიონის ხელში ჩაგდების მცდელობა?* პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ ამ რწმენაზე უარი თქვეს...* რა უთხრა გოლგოთის გზაზე მიმავალმა იესომ ადამიანს, რომელმაც მის სახლთან დასვენების უფლება არ მისცა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?2339 2-ს მოსწონს
|