x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
24 წლის დედოფლისწყაროელი ბიჭი გურჯაანის კლინიკაში გარდაიცვალა

image
.

დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში მცხოვრები 24 წლის ბიჭი გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მუცლის ტკივილით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ბიჭი საკუთარი ფეხით მივიდა.
.
საავადმყოფოში განმარტავენ, რომ მუცლის ტკივილი ვერ მოეხსნა, რის გამოც გაკვეთა დაიგეგმა. გადიდებული იყო ღვიძლი და სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. მოგვიანებით კი მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტი კატასტროფის ცენტრმა გურჯაანში გადაიყვანა.
.
ქირურგის, შოთა ქუფარაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა მწვავე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის გართულება:
.
"მუცლის ტკივილს სამი დღის განმავლობაში უჩიოდა. ჩვენთან შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა, თუმცა ადგილზე დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია არ გვაქვს. გაკვეთის დროს სხვა პრობლემა არ ჩანდა და ქირურგის ჩარევა საჭირო არ იყო... მეც როგორც ექიმს, მაინტერესებს რა პრობლემა იყო. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რათა მიზეზი დადგინდეს"...
.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი იყო და კრიტიკული ვითარება ექიმებმა ვერ მართეს.
0
479
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0