მსოფლიო გრძელი დანების ღამე — როგორ მოიშორა ჰიტლერმა საკუთარი თანაგუნდელები 18 აპრილი, 21:50 ![]() 1934 წლის ზაფხული. ნაცისტები უკვე მყარად დგანან გერმანიის სათავეში, ჰიტლერი კი ქვეყნის ლიდერად გვევლინება. მაგრამ სანამ ის „ფიურერის“ ტიტულს მიიღებდა და აბსოლუტურ ძალაუფლებას მოიპოვებდა, ერთი ძალიან ბნელი და სისხლიანი საქმე უნდა მოეგვარებინა — საკუთარი გარემოცვის გასუფთავება. რა იყო გრძელი დანების ღამე?გრძელი დანების ღამე ეწოდება მოვლენებს, რომლებიც 1934 წლის 30 ივნისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ეს იყო ფართომასშტაბიანი პოლიტიკური წმენდა, რომელსაც ჰიტლერის მითითებით ატარებდა SS და გესტაპო. მოკლედ რომ ვთქვათ — ჰიტლერმი სასტიკად გაუსწორდა თავისივე თანამებრძოლებს, რომლებიც მის გზას უკვე საფრთხეს უქმნიდნენ.რატომ გააკეთა ეს?ჰიტლერის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და SA-ს (ნაცისტური ნახევრად-სამხედრო ორგანიზაცია) ლიდერი იყო ერნსტ რემი. მას ჰიტლერისგან უფრო რადიკალური რეფორმები სურდა — მემარცხენე მიმართულებით, და ეს არმიას არ მოსწონდა. SA ძალიან გაძლიერდა და მათი ლიდერი ისე იქცეოდა, თითქოს დამოუკიდებელი ძალა იყო. ჰიტლერს კი ამ დროისთვის სჭირდებოდა არმიის მხარდაჭერა, განსაკუთრებით პრეზიდენტ ჰინდენბურგის სიკვდილის შემდეგ, რათა ფიურერის პოზიცია მოეპოვებინა. ამიტომაც გადაწყვიტა — რემი და მისი მხარდამჭერები უნდა გაეწმინდა.როგორ განვითარდა მოვლენები?1934 წლის 30 ივნისს დილით ჰიტლერი ბავარიაში ჩავიდა და პირადად დააკავა ერნსტ რემი. ამას მოჰყვა მასობრივი დაპატიმრებები და მკვლელობები მთელი გერმანიის მასშტაბით. მოკლული იყვნენ არა მხოლოდ SA-ს ლიდერები, არამედ ჰიტლერის ძველი პოლიტიკური ოპონენტები და ზოგჯერ პირადი მტრებიც — მაგალითად, ყოფილი კანცლერი კურტ ფონ შლაიხერი. სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მოკლეს 85-დან 200-მდე ადამიანი. რა შედეგი ჰქონდა ამას?
საინტერესო ფაქტები:
„გრძელი დანების ღამე“ იყო გამაფრთხილებელი სიგნალი — ნაცისტური გერმანია შიშზე, ძალადობაზე და დაუნდობლობაზე შენდებოდა. ჰიტლერმა ეს ღამე გამოიყენა როგორც გზის გაწმენდა სრული ძალაუფლებისთვის და ამით დაიწყო ტოტალიტარული რეჟიმის ყველაზე ბნელი ფაზა.235 2-ს მოსწონს
|