x
image
ქეთი1988
Mediator image
იაპონიაში შექმნეს ბანანის ჯიში, რომელიც ქერქიანად იჭმევა

იაპონურმა სოფლის მეურნეობის კვლევითმა კომპანიამ D&T Farm შექმნა ბანანის ჯიში საკვები ქერქით. მათ მას Mongee უწოდეს, რაც ჟარგონში "წარმოუდგენელია"-ს ნიშნავს. ნაყოფი იზრდება უკიდურესად დაბალი ტემპერატურისა და დნობის პროცესის გამოყენებით. ბანანი ჩვეულებრივზე ტკბილი გამოდის და მისი ქერქი შეიძლება მიირთვათ რბილობთან ერთად.

image

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩენა ტექნიკური განვითარების მენეჯერის სეცუზო ტანაკას წყალობით მოხდა, რომელიც თავისუფალ დროს ცდილობდა ხილის მოშენებას, როგორც ჰობი. თუმცა მისი იდეა სრულფასოვან პროექტში გადაიზარდა.

იაპონიამ შეიმუშავა ბანანის ჯიში საკვები ქერქით

დასაწყისისთვის, მეცნიერები რგავენ და ზრდიან ბანანის ხეებს მინუს 60 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. შემდეგ ხეებს ყინავენ და ხელახლა რგავენ. ტემპერატურის ცვლილების გამო ნაყოფი უფრო სწრაფად იწყებს ზრდას და კანის ტექსტურა სალათის ფოთლის მსგავსი ხდება. ბანანი ჩვეულებრივ იზრდება 26 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.



იაპონიამ შეიმუშავა ბანანის ჯიში საკვები ქერქით

D&T Farm ამტკიცებს, რომ ქერქს აქვს განსაკუთრებული კვებითი ღირებულება და შეიცავს ვიტამინ B6-ს, მაგნიუმს და ამინომჟავას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით რელაქსაციასთან, დასვენებასთან და ძილთან დაკავშირებულ პროცესებში.



იაპონიამ შეიმუშავა ბანანის ჯიში საკვები ქერქით



იაპონიამ შეიმუშავა ბანანის ჯიში საკვები ქერქით

ახალი ბანანის გემო უფრო ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივის, თითოეულში დაახლოებით ხუთი გრამით მეტი შაქარია. ნაყოფის კანი ძალიან თხელი და ადვილად საჭმელია.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0