x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
7 დაუჯერებელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმზე

ადამიანის ორგანიზმი,   ფაქტები

1. ადამიანის ტვინი კომპიუტერივით რომ მუშაობდეს, მას შეეძლებოდა წამში 38 000 ტრილიონი ოპერაციის შესრულება. ამ რიცხვთან ახლოს ვერ მივა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერიც კი, რომელსაც ამის 0, 002%–ის შესრულება შეუძლია.

2. შენი თვალების მაფოკუსირებელი კუნთები დღეში დაახლოებით 10 000 მოძრაობას ასრულებს. ფეხის კუნთებიც ამ დონეზე რომ ავარჯიშო, ყოველდღიურად დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა მოგიწევს.

3. მიზეზი, რის გამოც ვტირით, გავლენას ახდენს ჩვენი ცრელების ფორმაზე. თუ ცრემლებს მიკროსკოპში შევხედავთ, მწუხარების, ბედნიერებისა და ხახვის ჭრის დროს წამოსული ცრემლები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

4. ჩვენი ტვინი იყენებს 20%–ს იმ კალორიებისა და ჟანგბადისა, რომელსაც ორგანიზმი მოიხმარს. თავად ტვინი კი ორგანიზმის მასის 2%–ს შეადგენს.

5. თითქოს და სასიცოცხლოდ აუცილებელი სუნთქვის შესძლებლობა განპირობებულია უფრო მეტად ნახრშიროჟანგის დაგროვებით, ვიდრე ჟანგბადის აუცილებლობით. რომ არსებობდეს სხვა გზა ორგანიზმიდან ნახშიროჟანგის გამოსადევნად, ჩასუნთქვა დაგვჭირდებოდა წუთში დაახლოებით ერთხელ.

6. ადამიანის პირში დღეში დაახლოებით ერთი ლიტრი ნერწყვი წარმოიქმნება.

7. ადამიანის სხეული წარმოქმნის მცირე რაოდენობით სინათლეს, რომელიც იმდენად სუსტია, რომ თვალი ვერ აღიქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ:

დაუჯერებელი ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0