მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან 100 მილიარდ დოლარს ითხოვს – პირობები შერბილდა 16 აპრილი, 17:20 ტრამპის ადმინისტრაციამ შეარბილა პოზიცია უკრაინასთან იშვიათი მინერალების ხელშეკრულების ფარგლებში და ახალი პირობებით კიევისგან 300 მილიარდის ნაცვლად 100 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა. აღნიშნული თანხა ემთხვევა იმ მოცულობას, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან, კერძოდ კი ამერიკისგან, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებად აფასებს. თუმცა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ დახმარებისთვის ვალის სტატუსის მინიჭება მიუღებელია. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაწეული მხარდაჭერა თავდაპირველად დახმარებად იყო გამოცხადებული და არა სესხად, შესაბამისად კი უკრაინისთვის მიუღებელია ამ თანხის დაფარვის ვალდებულება. 73 3-ს მოსწონს
|