საზოგადოება 30 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რატომ არ უნდა ანდოთ უცნობებს ფოტოს გადაღება 16 აპრილი, 16:37 ![]() ფოტოგრაფია არასოდეს დაკარგავს პოპულარობას. ადამიანებს სურთ აღბეჭდონ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უბრალოდ სასიამოვნო მომენტები. ბევრი რამ იმსახურებს ფოტოს გადაღებას: იქნება ეს მოგზაურობა თუ მეგობრებთან შეხვედრა, შთამაგონებელი პეიზაჟი თუ არქიტექტურული ძეგლები. მაგრამ რა გავაკეთოთ, რომ კადრში ყველა მოხვდეს? რადგან ვიღაცას მოუწევს ფოტოგრაფის ადგილის დაკავება და ღილაკზე თითის დაჭერა. უცნობები შესანიშნავი ალტერნატივაა! მართალია, არსებობს დიდი რისკი, რომ ლამაზი პეიზაჟის ნაცვლად, კადრში მოხვდეს მხოლოდ ფეხები ან კეფა ან სულაც ქვაფენილი. უმეტეს შემთხვევაში უცნობები საკუთარ სელფის იღებენ. გთავაზობთ „შედევრებს“ შემთხვევითი ფოტოგრაფებისგან, რომელთაც მიანდეს სამახსოვრო კადრის გადაღება. „უცნობმა ქალბატონმა ჩათვალა, რომ ზედმეტი ელემენტები ვიყავით განსაცვიფრებელი პეიზაჟის ფონზე. სამახსოვროდ სელფიც დაგვიტოვა“ ![]() „როდესაც ვთხოვეთ უცნობს ფოტოს გადაღება, მან კი უგულებელყო ბავშვის არსებობა“ ![]() „უცნობმა შემოგვთავაზა ფოტოს გადაღება ტრიფანის მთაზე. მივიღეთ თავსატეხი ჩექმებით“ ![]() „აი, რა გამოდის, როცა უცნობს სთხოვ ფოტოს გადაღებას. სხვა რამეს ველოდი“ ![]() „ცოტა ხნის წინ ერთ მაღალ და ძალიან სიმპათიურ ბიჭს ვთხოვე ფოტო გადაეღო ჩემთვის მთის წვერზე. სავარაუდოდ, პანორამით უფრო დაინტერესდა, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პერსონით“ ![]() „მამების დღეს ბაბუაჩემის მეგობარი გვესტუმრა. მან ჩვენი ოჯახის შესანიშნავი ფოტო გადაიღო“ ![]() „ეს იყო „იანკების“ ფანტასტიკური თამაში, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ამის დამტკიცებას. სამაგიეროდ, ახლა ვიცით განათების მნიშვნელობის შესახებ“ ![]() „მოგზაურობისას უცნობ ქალს ვთხოვე ფოტო გადაღება ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის. როდესაც გადავწყვიტე შემემოწმებინა, როგორი გამოვიდა კადრი, დავინახე ეს“ ![]() „უცნობმა დახმარება შემოგვთავაზა, როცა მე და ჩემმა შეყვარებულმა მოვინდომეთ ფოტოს გადაღება უილის ტაუერის სახურავზე, ჩიკაგოში. რეალობა მოლოდინს არ შეესაბამებოდა“ ![]() „ხომ არ გადაგიღოთ ფოტო, შეყვარებულო გვრიტებო?“. მიამიტი მეუღლე: „ოჰ, რა კარგი იქნებოდა!“ ჩვენ სადღაც იქ ვართ, სათვალის ანარეკლში ![]() „უცნობს ვთხოვეთ ჩვენი კომპანიისთვის ფოტო გადაეღო. ის ძალიან ეცადა“ ![]() „აი, რა ვნახე ალბომში, როცა გადავწყვიტე შემემოწმებინა, რა გადაიღო ქალმა, რომელმაც ფოტოს გადაღება შემომთავაზა“ ![]() „ვერც ვიხსენებ, ვის ვთხოვე ფოტოს გადაღება წყნარი ოკეანის წარმატებით გადაცურვის შემდეგ. კადრში მოხვდა: თითქმის მთელი წყნარი ოკეანე, რამდენიმე ლაინერი და მხოლოდ ნახევარი მე“ ![]() „უცნობმა ჩვენთვის ფოტოს გადაღების ნაცვლად „სამახსოვრო“ სელფი დაგვიტოვა. საბრალო, ძალიან ეცადა „ჰოლივუდურად“ გაღიმებას. ![]() „უცნობმა, რომელმაც მე და ჩემს დას ფოტო გადაგვიღო, მითხრა: ძალიან საყვარელი ხარ. არც კი ვიცი, სად ვარ“ ![]() „გასაოცარია, როგორ მოახერხა შემთხვევითმა ფოტოგრაფმა ჩემი თვალის დახამხამების მომენტის დაჭერა. შედეგად, გამოვჩნდი მძინარე ეიფელის კოშკის ფონზე“ ![]() „ნიჭიერი უცნობი, რომელსაც უნიკალური კადრების გადაღება შეუძლია“ ![]() „სიტუაცია, როდესაც ბრიტანული თავაზიანობა ხელს გიშლის უცნობს სთხოვო კიდევ ერთი კარგი ხარისხის ფოტოს გადაღება. უბრალოდ თავი დავუქნიეთ, როდესაც იკითხა: „კარგი გამოვიდა?“ ![]() „ერთ ქალს ვთხოვეთ ჩვენი ჯგუფისთვის ფოტო გადაეღო. და აი, აქ ვართ.“ ![]() „მინდოდა ლინკოლნის მემორიალის ფონზე ფოტო გადამეღო, მაგრამ მისი ფეხების ფონზე აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, უცნობს პრეზიდენტის ფეხსაცმელი უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავად ის“ ![]() „აი, რა გამოდის, როცა ფოტოგრაფს არ ადარდებს თქვენ და თქვენი ფოტოები. თითქოს, ეს იყო შურისძიება ჩვენი დაჟინებული თხოვნის გამო“ ![]() „უცნობმა ქალმა ჩემს ფოტოალბომში შედევრი დატოვა სამახსოვროდ“ ![]() „ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ და იშვიათად ვხვდებით ისეთ შთამბეჭდავ ადგილს, როგორიც ეს ჩანჩქერია. ვთხოვეთ სხვა ტურისტს ფოტოს გადაღება. მან მთელი სერია გადაიღო და ეს საუკეთესო იყო უარესიდან“ ![]() „უცნობ კაცს ვთხოვე, უბრალოდ ღილაკზე დაეჭირა. რატომ დამიტოვა სელფი?“ ![]() „ჩვენი თავები ვიქტორიანული ეპოქის გასაოცარი არქიტექტურის ფონზე. სავარაუდოდ, უცნობისთვის ყურადღების ღირსი არ ვიყავით“ ![]() „ჩვენი ჯგუფის ფოტოალბომში აღმოვაჩინე გამვლელის სელფი, რომელიც თავაზიანად დაგვთანხმდა ფოტოს გადაღებაზე." ![]() „უკაცრავად, ბატონო, შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ? ვინ წარმოიდგენდა, რომ მომენტის მთელი სილამაზე ხის დაფებში იმალება? ამ კადრში ჩვენთვის ადგილი არ მოიძებნა“ ![]() „ჩემი პირველი ავიარეისის დროს ვნანობდი, რომ ჩემი ადგილიდან ცის ყურება შეუძლებელი იყო. უცნობმა ქალმა გადაწყვიტა ჩემი ნუგეშისცემა და შემომთავაზა ცისთვის ფოტოს გადაღება. ასე დამრჩა კეთილი მგზავრის სელფი“ ![]() „სათუთად ვინახავ ჩვენი წლისთავის ფოტოს, რომელიც რესტორანში, რომანტიკული ვახშმით აღვნიშნეთ. მადლობა მეზობელ მაგიდასთან მჯდომ ქალს, რომელმაც ეს ფოტო გადაგვიღო“ ![]() არავინ კამათობს, რომ რეალობა ხშირად შორსაა მოლოდინებისგან. წარუმატებელი ფოტოები ნათლად ადასტურებს, რომ უმჯობესია მაშინვე შეამოწმოთ უცნობი ავტორის „შედევრის“ ხარისხი, სანამ ჯერ კიდევ არის დრო შეცდომის გამოსასწორებლად და დასამახსოვრებელი მომენტის გადასაღებად. ფოტოები გვაძლევს შესაძლებლობას გავაცოცხლოთ სასიამოვნო მოვლენების მოგონებები. და რას ვიზამდით კეთილისმსურველი უცნობების გარეშე, რომლებიც ყოველთვის არ არიან ნიჭიერი ფოტოგრაფები?! ასევე დაგაინტერესებთ: მათ უბრალოდ სურდათ ფოტოს გადაღება, მაგრამ შედევრი მიიღეს 22 ფოტო, რომელიც გადაღებულია გარდაუვალამდე ერთი წამით ადრე 16 ადამიანი, რომლებსაც სამუდამოდ უნდა აეკრძალოს სამზარეულოში შესვლა 17 ფოტო, რომლებიც უფრო სწრაფად გაგაგიჟებთ, ვიდრე მიხვდებით, რა ხდება მასში საჭირო დროს და ადგილას წარმატებულად დაჭერილი კადრი – სახალისო ფოტოკრებული 274 1-ს მოსწონს |