x
მეტი
  • 16.05.2025
  • სტატია:142338
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514709
-იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო “მოსკვას” მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი – Заверните мне Ленина!-რამაზ გიორგობიანი

image
16 აპრილი ქართველი მსახიობის და რეჟისორის რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა, მაყურებელმა მსახიობი შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა “გიორგობისთვე”, “მხიარული რომანი”, “სერენადა”, “ქოლგა”, “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” და სხვა, სამწუხაროდ მსახიობი სრულიად მოულოდნელად, 1995 წელს, 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.


მისი მეგობარი ლევან ჭუბაბრია რამაზ გიორგობიანზე ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს:


"სულ მეცინება ეს ამბავი რომ მახსენდება – სახელმწიფო პრემია მიიღო. მეც იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ, სასტუმრო “მოსკვაში” ცხოვრობდა.

მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ!


ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები “მატრიოშკებივით” დაუწყვია და ამაყად მკითხა – მოგწონსო?

– გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? – ვკითხე.

– იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო “მოსკვას” მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი – Заверните мне Ленина!

ამიტყდა სიცილი. თუმცა მისი მეუღლე, ნუნუკა ქიქოძე ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯინაო?'

image


რეჟისორი ბუბა ხოტივარი იხსენებდა:


“ქართლოს ხოტივარის (ბატონი ბუბას ძმა, რეჟისორი. ავტ.) ფილმში “სერენადა” რამაზის გმირს ჩაგრავენ, მაგრამ ისეთი უტეხი სული აღმოაჩნდება გარეგნობით რბილს და ინტელიგენტს, რომ უშველებელ რეზო ბაქრაძის გმირს ფიზიკურადაც სჯობნის და სულიერადაც. ასეთი იყო რამაზი ცხოვრებაშიც – უტეხი, ძალიან პრინციპული, უაღრესად წესიერი. ამიტომაც იყო რთული, ძნელი გამოსაცნობი. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში ბევრჯერ მინახავს ჩხუბში. ეგონათ, რომ ადვილი დასაჩაგრი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობაში დიდ პრობლემებს იღებდნენ. ძალიან გვიყვარდა მასთან ყოფნა, სულიერად მდიდარი იყო. მასთან ლაპარაკი შენც გამდიდრებდა”.

image

0
385
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0