საზოგადოება როგორ გადაარჩინა პოლონელმა მედდამ 2500-ზე მეტი ბავშვი ? 15 აპრილი, 18:43 ირენა სანდლერი - პოლონელი მედდა, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შედიოდა. ამ უფლების მოპოვებაში გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. ირენს ჩანთით და მანქანით გეტოდან ბავშვები გამოჰყავდა - ჩვილები, მოზრდილები. ირენა სანდლერი ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, ვაშლის ხის ძირას, მიწაში მინის ქილით ინახავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შესძლებოდათ. ომის შემდეგ ამ მონაცემებით მართლაც მოძებნეს გაზის კამერებს გადარჩენილი მშობლები. ობლების ნაწილი პოლონელებმა იშვილეს, ნაწილი - ებრაელთა ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს. თავად ირენა გარდაიცვალა 2008 წლის 12 მაისს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის ერთოთახიან ბინაში. 73 1-ს მოსწონს
|