x
მეტი
  • 27.04.2025
  • სტატია:141945
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514475
„ეს სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია“: ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ამბობს,რომ სტალინის კულტის აღორძინება შეინიშნება
image

მისი აზრით, იოსებ ბესარიონის ძე ასოცირდება რეპრესიებთან.


რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია ყაზანში იოსებ სტალინის ძეგლის დადგმას გეგმავს. მათ ამ წინადადებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და პასუხს ელოდებიან.


მაგრამ ამან შეაშფოთა ალექსანდრე ბროდი, სამოქალაქო საზოგადოებისა განვითარების და ადამიანის უფლებებების საბჭოს წევრი.



"არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში სტალინის 110-მდე ძეგლია. ამათგან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი საბჭოთა პერიოდიდან, ათამდე დამონტაჟდა 90-იან წლებში და უმეტესობა კი ბოლო წლებში გამოჩნდა. ეს სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია, რადგან სტალინის სახელს ვუკავშირებ რეპრესიების პერიოდს, რომლის შედეგადაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა."


ბროდი ამბობს, რომ მოქალაქეები ახლა "ენატრებათ" სამართლიანობისა და თანასწორობის პერიოდი. გამოცდილი უფლებადამცველის თქმით, მოქალაქეები არასწორად აკავშირებენ ამას სტალინის სახელთან.


"რატომ ვხედავთ ახლა სტალინის კულტის აღორძინებას? პირველ რიგში, ეს არის ისტორიული მეხსიერების პრობლემები, ცოდნის ნაკლებობა და იმ პერიოდის ტრაგედიის აღქმის უქონლობა. სტალინი ისტორიული ფიგურაა, მაგრამ ბევრს არ სურს გაიგოს თუ რა ნიშნით. მეორე მიზეზი არის ლტოლვა სამართლიანობის, კანონიერების, ჩვენი სახელმწიფოს სიდიადისა და სიძლიერისკენ. კორუფციის შესახებ ყოველდღე ვკითხულობთ; გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა დონის თანამდებობის პირებზე. ზოგისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია, ზოგი კი ძლივს ირჩებს თავს. სტალინს ბევრისთვის ასოცირდება სამართლიან, ძლიერ ლიდერთან. სინამდვილეში, ეს არის ილუზია. სტალინისკენ ლტოლვა და მტკიცე ხელი ნერგავს იმ პერიოდის საშიშ ტენდენციებს: ძალადობას, ადამიანისა და მისი უფლებების უპატივცემულობას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ტენდენცია გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის შემდეგაც ჩაცხრება. ასევე მცდარი წარმოდგენაა, რომ ჩვენი გამარჯვება მხოლოდ სტალინს მიეკუთვნება. ფაშიზმი დაამარცხა მრავალეროვანმა საბჭოთა ხალხმა და მათმა გმირობამ. ნიჭიერმა სამხედრო მხედართმთავრებმა და ფრონტის ზურგში მომუშავე მშრომელებმა"-ამბობს ბროდი.

image

1
143
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
15 აპრილი, 19:16
ეგ ალექსანდრ ბროდი ჩვეულებრივი ტროცკისტი პიდააარაასტია. მასთანებს ხვრიტავდნენ 37-38-ში. დღევანდელ საქართველოს გადახედეთ რამდენი უგვანო დაეთრევა განსაკუთრებით ე. წ. ოპოზიციაში უსამშობლო მოღალატეები. მაგათთვის სტალინის და ბერიას ნაირი კაცი წამალია. უცბად ნიადაგს გაანოყიერებდნენ. სტალინმა შექმნა უძლიერესი ქვეყანა გაიმარჯვა უსაშინლეს ომში. დიახ სტალინმა გაიმარჯვა. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი დარჩა საბჭოთა ხალხი მაგრამ ქვეყანამ ჩაისვარა ე. ი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიდერს. აგვისტოს ომში მაშინდელმა საქართველოს "დემოკრატიულმა" მთავრობამ თავიანთი შვილები გადამალეს და სხვისი შვილები გაუშვეს ომში. ბოლოს კი წითელ ხიდზე მოქუსლეს. "ტირანმა" სტალინმა კი სამივე თავისი შვილი ომში გაუშვა. მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ სტალინი სამართლიანობის სიმბოლოა, ასეთად დარჩება ყოველთვის და პედარასსტტი ალექსანდრ ბროდის შეშფოთებები ვერაფერს ვერ შეცვლის.
0 1 1