სხვა "ჯერ არასდროს არ ყოფილა წონა ასე მყარი!მსუნაგობით შეპყრობილი მაცივარში თავი" 15 აპრილი, 15:31 სახალისო ლექსი გალაკტიონის მოტივზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება: ჯერ არასდროს არ ყოფილა წონა ასე მყარი!
მსუნაგობით შეპყრობილი მაცივარში თავი
შევყავი და ცისფერ ლანდებს
კარის იქით ვაქსოვ,
აქ დავმალე ჩურჩხელები,
რავი, ასე მახსოვს...
აქ მდუმარებს გოჭის თავი,
ინდაურის ფეხი,
-ამ ღამეში რაღას ეძებ,
შენ დაგეცა მეხი!!!
ჩემო თავო, აღარ გახსოვს,
სად აჰკარი წონა?!
რა ხარ ასე მსუნაგი და
მართლა მუცლის მონა!
და მეც ჩავსკდე მაცივართან,
ვით ბაჟეში ღომი,
ოღონდ სხვებმა გააჩაღონ
სასწორებთან ომი!
ოღონდ ვთქვა, თუ ჩემმა ლანდმა როგორ მოიხედა,
შიმშილისგან ეცემოდა
წარამარა ბნედა...
რომ ამ საჭმელს მაცივარი
როგორ ასხვაფერებს,
თუ არ შეჭამ, ვით გამოსცემს კუჭი უცხო ბგერებს,
რომ ამ გზაზე ზღაპარია ჩემი სითამამე,
მშიერი რომ დაიძინებ,
ჩაქრეს აის ღამე!
ოჰ, არასდროს არ შობილა
ღამე ასე წყნარი,
მაცივარში არაფერი როცა აღარ არი!
ნონა ხიხაძე 101 2-ს მოსწონს
|