x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141773
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
CIA ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ ჰიტლერს არგენტინაში ეძებდა
image

როდესაც 1945 წლის 30 აპრილს საბჭოთა ჯარებმა წითელი დროშა აღმართეს რაიხსტაგის შენობაზე, ადოლფ ჰიტლერმა და მისმა მეუღლემ, ევა ბრაუნმა თავი მოიკლა ბერლინის სხვა კუთხეში მდებარე მიწისქვეშა ბუნკერში. მათი ცხედრები, რომლებიც დამწვარი იყო, საბჭოთა ჯარისკაცებმა ბომბის ღრმულში აღმოაჩინეს. ფიურერის ნეშტის იდენტიფიცირება სამედიცინო ჩანაწერებით, კერძოდ ძირითადად სტომატოლოგიური სურათით მოხდა.


ჰიტლერის თვითმკვლელობამ წარმოშვა მრავალი თეორია იმის შესახებ, რომ ის გერმანიიდან გაიქცა. ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, ამერიკის მიერ გადაბირებულმა ჯაშუშებმა დაადასტურეს. CIA-ს ახლად გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ცხადყო, რომ ამერიკელი აგენტები აგრძელებდნენ სამხრეთ ამერიკაში ფიურერის ძებნას მისი ოფიციალური გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. ეს მასალები არგენტინის ხელისუფლების მიერ ნაცისტური დამნაშავეების გასაიდუმლოებული არქივების გასაჯაროების პარალელურად გახდა ცნობილი, როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტების უდიდესი ნაწილი, სწორედ ამ ქვეყანაში იმალებოდა.ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.


1945 წლის ოქტომბრის საიდუმლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა FBI-ს აუწყეს, რომ ჰიტლერი შესაძლოა იმალებოდა არგენტინის ქალაქ ლა -ფალდას სასტუმროში.



სასტუმროს მფლობელი და მისი ოჯახი იყვნენ "ჰიტლერის ენთუზიაზმი მხარდამჭერები" და აფინანსებდნენ ნაცისტთა პარტიას 1920-იან წლებში. ომის დასასრულს მათ მოამზადეს სასტუმრო საიდუმლო სტუმრის მისაღებად.

image

გასაიდუმლოებული დოკუმენტების მიხედვით, 1955 წელს CIA-მ მიიღო შეტყობინება აგენტისგან, ფსევდონიმით CIMELODY-3, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილი SS ოფიცერი, ფილიპ სიტროენი, ამბობდა, რომ ის რეგულარულად ხვდებოდა ჰიტლერს, რომელიც ცხოვრობდა კოლუმბიაში. ინფორმატორის თქმით, ფიურერი სავარაუდოდ იმალებოდა ადოლფ შრიტელმეიერის სახელით და გადავიდა სამხრეთ ამერიკაში წითელი არმიის მიერ ბერლინის აღებიდან 10 დღის შემდეგ.მტკიცებულების სახით სიტროენმა წარმოადგინა ერთობლივი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ხანდაზმული ჰიტლერი, რომელსაც თავის "საფირმო" ულვაშები ჰქონდა. 1955 წლის იანვარში ჰიტლერი სავარაუდოდ გადავიდა კოლუმბიიდან არგენტინაში.

image

CIA-ს აგენტები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ მაინც ჩაატარეს გამოძიება. 1955 წლის 4 ნოემბერს მიიღეს ბრძანება დაკავშირებოდნენ მამაკაცს, ფსევდონიმით "GIRELLA" კოლუმბიაში "ადოლფ შრიტელმაიერის" ცხოვრების შემდგომი გამოძიებისთვის. საბოლოოდ, დაზვერვამ მივიდა დასკვნამდე, რომ ძიების ჩასატარებლად და საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ძალიან ბევრი რესურსი დასჭირდებოდა. უფრო მეტიც, ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელობას მიაჩნდა, რომ ჰიტლერის სამხრეთ ამერიკაში გაქცევის შესახებ ინფორმაცია მცდარი იყო.

image

CIA-ს დოკუმენტების გამოქვეყნება დაემთხვა არგენტინის გადაწყვეტილებას გაესაიდუმლოებინა საკუთარი არქივები ნაცისტური ომის დამნაშავეების შესახებ, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა თავშესაფარი გახდა. არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრის გილერმო ალბერტო ფრანკოსის თქმით, გამოქვეყნებულ მასალებში დეტალურად იქნება აღწერილი საბანკო და ფინანსური ოპერაციები, ასევე ლათინურ ამერიკაში ნაცისტების გაქცევის ისტორიები. ცნობილია, რომ არგენტინაში გაქცევით, დაახლოებით 10 ათასი ფაშისტი სამხედრო დამნაშავე გადაურჩა სასამართლო პროცესს .

0
221
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0