x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141774
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
რამდენი კვადრატული კილომეტრი იყო საქართველო თამარ მეფის დროს?
თამარ


თამარ მეფის დროს (XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე) საქართველოს სამეფოს ტერიტორია მოიცავდა დაახლოებით 300, 000 კვადრატულ კილომეტრს.


ამ ზომის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია, ხოლო ვასალური მიწების ჩათვლით საქართველოს ფართობი 600, 000 კვადრატულ კილომეტრამდეც კი აღწევდა.


აღსანიშნავია, რომ ევროპაში დღეს უკრაინის გარდა არცერთი სახელმწიფო არ არის 600, 000 კვადრატული კილომეტრი.



საქართველოს სამეფო მოიცავდა თითქმის მთელ ამიერკავკასიას, მათ შორის დღევანდელ საქართველოს და სომხეთის და აზერბაიჯანის დიდ ნაწილებს. მისი საზღვრები ვრცელდებოდა “ნიკოფსიდან (დღევანდელი ტუაფსეს მიდამოები) დარუბანდამდე (დერბენტი) და ოვსეთიდან სომხეთისა და შირვანის მიწებამდე”.


ვასალური მიწები: აღსანიშნავია ასევე ვასალური ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც საქართველოს სამეფოს ხაზინაში ყოველწლიურად ხარკს იხდიდნენ. მათ შორის იყო შირვანი, დღევანდელი სომხეთის ნაწილი და სხვა მეზობელი რეგიონები.


იმ პერიოდში საქართველო ფართობის მიხედვით ევროპაში რიგით მესამე უდიდესი სახელმწიფო იყო. მას მხოლოდ ბიზანტია და საღვთო რომის იმპერია უსწრებდნენ.


საკუთრივ საქართველოს მოსახლეობა 5, 4 მილიონს აღწევდა, ხოლო ვასალებთან ერთად ეს რიცხვი 12 მილიონამდე იყო.


ქვეყანას შეეძლო 90, 000-100, 000 მეომრის გამოყვანა ომში, რაც იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს და უპრეცედენტო სამხედრო ძალას წარმოადგენდა.


თამარ მეფის მმართველობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში ტერიტორიული, ეკონომიკური და კულტურული აყვავების მწვერვალად არის მიჩნეული და ეს სულაც არ გახლავთ შემთხვევითი ამბავი.

2
441
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
441
  
ასე რო გამოჭიმე ფართობი და გიხარია,ეგ ყველაფერი დავით სოსლანის დამსახურება იყო და არა თამარის. უბრალოდ,თამარს სამართავად ერგო აწყობილი სისტემა და პატრიოტულად განწყობილი ხალხი,შენაირი უკროიბერები კი არა. რაც არ უნდა იძახოთ,თამარი არ იყო საქართველოს მეფეები ათეულშიც კი,თუმცა მის დროს ყველაზე ძლიერი ყოფილა საქართველო. ეგ იმის ბრალი იყო რო მთელი საუკუნე სწორი სისტემა იყო და თაობები გაიზარდა ძლიერ ქვეყანაში,პატრიოტული აზროვნებით და ა.შ. ჩემთვის პირადად,საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარი მეფე იყო გიორგი პირველი,დავით ულუ,ერეკლე II,გიორგი ბრწყინვალე,ალექსანდრე დიდი,ფარნავაზი,გორგასალი,აღმაშენებელი,სვიმონ მეფე,სოლომონ I და II იმერეთის მეფენი,მერე დგას თამარი. გიორგი პირველზე ვიტყვი,რომ საქართველო იმ დროს იყო ბიზანტიის ვასალი და ყველა მეფე(სანამ სელჩუკები შემოვიდოდნენ) ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა,ბასილი კეისრის დიდების დროს გიორგიმ შეძლო და დაუპირისპირდა,ტიტულიც არ მიუღია და როგორც შეძლო იბრძოლა. რატომ მოვყევი ამდენი გიორგი პირველზე,დღესაც ეგრეა და მაშინაც ეგრე იყო. მაშინ თუ ქვეყანაში მრავლად იყვნენ უცხოეთის ანუ ბიზანტიის აგენტები და გადაბირებულები,ახლაც ასეა. ქვეყანაში ძალიან ბევრი არის რუსების ჩანერგილი,არც დასავლეთის არის ნაკლები. აგერ,ქართველ მეფეზე წერ,თან თამარზე და უკრაინის დროშა გაქვს გამოჭიმული. შენ დაგეცა პუტინი,დროშა მაინც მოაშორე და ისე დადე სურათი. შენაირი Yლეები რო არიან მრავლად ამ ქვეყანაში,კიდევ კარგად გვაქვს მიწები დარჩენილი.
მიშას რეჟიმის მოსვლამდე რამდენი იყო და წასვლის დროს რამდენი იყო? თამარს და დავითს შეეშვი,შენი სექტის დროს რა ხდებოდა ეგ თქვი. გამოდორბლილი რო დგახარ და ხოტბას ასხავ ნაცებს. თამარი იყო 800 წლის წინ,ეგ აღარ არის საინტერესო ეხლა. თან ისიც ფაქტია რო შენაირი გამოსრებულები არ ყავდა თამარს თავის გარშემო და პირველი ქმარი სულაც რუსი ყავდა,მერე ოსი სოსლანი. თუ იცი,აქციებს შენაირი გამოქლიავებულები თუ უწყობდნენ იმის გამო რო ქართული ჯარის მთავარსარდალი რუსი იყო? თუ არ იცი,გეტყვი რო თამარის ქმარი ასრულებდა მხედარმთავრის ფუნქციას და ის მიუძღვოდა ჯარს. მაგალითად,დავით სოსლანი ძალიან მაგარი სამხედრო მეთაური იყო,ბევრი ბრძოლის ბედი მისმა გამოცდილებამ გადაწყვიტა,თუმცა რატომღაც მხოლოდ თამარს ახსენებენ და არა იმ კარგ კაცს. როგორც მაშინდელი მემატიანეები ამბობენ,აღმაშენებელზე ნაკლები სტრატეგი არ იყო დავით სოსლანი და არც ხელწამოსაკრავი მეტოქეები ყავდა.
0 1 2