x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ანა ბაჯი – ქალი, რომელმაც თავისი სიმამაცით მეფეები და მტრები გააჩუმა.
image
ანა ბაჯი – ქალი, რომელმაც თავისი სიმამაცით მეფეები და მტრები გააჩუმა. აი, ვინ იყო ნამდვილი ფალავანი, რეკორდსმენი და მტრის შიშის ზანზარი
- XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ძველი თბილისის სიონის უბანში დაიბადა ქალი, რომელმაც ქართველ ფალავნებსაც კი აჯობა ძალით და გულადობით. ანა ბაჯი – გმირი, რომლის სახელს ხალხური ლექსები, ლეგენდები და უშიშარი ამბები ინახავენ.
- ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაბადებული ანა ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოირჩეოდა ფიზიკური ძალით. ცხენს ზურგზე არ უშინდებოდა, ხმალს ჭრიდა, ეჭიდებოდა სახელოვან კაცებს და იმარჯვებდა. 16 წლისა გათხოვდა მუხათში და ოჯახის შრომაში ჩადგა, მაგრამ მისი ცხოვრება მარტო შინაური საქმეებით არ შემოიფარგლა.
- ანამ შიშველ ხელებით ბუღა მოიგერია, დათვი მიწაზე დააგდო და ხმლით მოკლა, ყაჩაღი ბაირამი და მისი ამხანაგები ბრძოლის ველზე გაანადგურა, მაზლის სიცოცხლე გადაარჩინა და მამამთილის სული პატივით გამოაცილა.
- თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამბავი მუხათში მოხდა – ქორწილში ყოფნისას ლეკებმა გლეხის ახალგაზრდა ცოლი გაიტაცეს. გაბრაზებული მეზობლები ანას ქორწილში მიადგნენ. ანა მაშინვე წამოდგა, მტერს მარაბდის ბოლოს დაეწია, ბრძოლაში გაანადგურა და გოგო მშობლებს დაუბრუნა.
- ამ ბრძოლაში ლეკები მუხლებზე დაჩოქილები სთხოვდნენ:
„ბაჯი, ნუ დაგვხოცავ, შეგვიბრალე!“ მას შემდეგ ეს სახელი დარჩა – ბაჯი, ანუ და.
- გარდა ხალხისა, ანას გმირობას თავად ერეკლე მეფეც აფასებდა – საიათნოვას მისით ლექსი აქვს დაწერილი, იეთიმ გურჯს კი ვრცელი პოემა მიუძღვნა – „გმირი ქალი ანა ბაჯი“.
- ბოლოს, ერთმა სტუმარმა შურით ანა ბაჯი მოწამლა, მაგრამ მისი სახელი ვერ მოკლეს
.
დღესაც, მუხათის ტაძრის ეზოში, გმირი ქალის საფლავთან ხალხი პატივით მიდის – და მისი შთამომავლები “ბაჯიაშვილებად” იწოდებიან.
- ანა ბაჯი იყო ქალი, რომელმაც ხმლითა და გულით დაიმსახურა ადგილი ქართველთა გმირთა შორის.
აქ მხოლოდ, უმცირესი ნაწილია მისი ცხოვრებიდან და გმირობიდან
0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0