სისხლის სამართალი საუკუნის თაღლითობა: როგორ გაყიდა კაცმა არარსებული აეროპორტი 242 მილიონ დოლარად 13 აპრილი, 23:38 ემანუელ ნვუდემ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბანკო თაღლითობა, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო; თან მან ეს გააკეთა ინტერნეტ-ბანკის სისტემის ამოქმედებამდე.
1995 წელს, ნვუდემ, რომელიც ნიგერიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი დირექტორი იყო, სხვა თანამზრახველებთან ერთად გამოიყენა ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო ოპერაციების ცოდნა გრანდიოზული თაღლითობის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, თაღლითებს შიგნით, გარიგების მეორე მხარესაც ჰყავდათ თანამზრახველი, რომელიც დაეხმარა მათ თავიანთი გეგმის განხორციელებაში. ნელსონ საკაგუჩი, რომელიც იყო ბრაზილიური ბანკის, Banco Noroeste-ს დირექტორი, ასევე გამოიყენეს, როგორც პაიკი მათი გეგმის მისაღწევად. გამომდინარე იქიდან, რომ ნელსონი იყო ბანკის დირექტორი და რეგულარულად ურთიერთობდა ცენტრალური ბანკის მმართველთან, ნვუდი დაუკავშირდა ბ-ნ საკაგუჩის ახალი აეროპორტის თაობაზე, რომლის აშენებასაც ნიგერიის ხელისუფლება თითქოს აპირებდა ქვეყნის დედაქალაქ აბუჯაში. საკაგუჩის საკომისიოს სახით 10 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, თუ გარიგება შედგებოდა. ასე რომ, ბატონმა საკაგუჩიმ სწრაფად გადაურიცხა ნვუდეს 191 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით და ასევე გადასახადის თანხა შემოთავაზებული აეროპორტის პროექტის დაფინანსებისთვის, პროექტისა, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. გაგაოცებთ იმის ცოდნა, რომ ნვუდეს თაღლითობა არავის აღმოუჩენია 1997 წლამდე, სანამ ესპანურმა Banco Santander-მა გამოძიებას არ დაიწყო. Banco Santander-ს სურდა Banco Noroeste-ს ხელში ჩაგდება. მოლაპარაკებებისას, ერთობლივი საბჭოს სხდომაზე ესპანური ბანკის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა ბრაზილიური ბანკის კაპიტალის ნახევარი კაიმანის კუნძულზე არსებულ უკონტროლო ანგარიშზე. გამოძიება გაგრძელდა დიდ ბრიტანეთში, სანამ გამომძიებლებს საქმე საბოლოოდ მიიყვანდა ნიგერიაში, შემდეგ კი შვეიცარიასა და შეერთებულ შტატებში. მათ საბოლოოდ აღმოაჩინეს თაღლითობა. თუმცა, იმ დროისთვის არსებული ნიგერიის სამხედრო მთავრობა დიდ ყურადღებას არ აქცევდა თაღლითობის შემთხვევებს. მაგრამ დემოკრატიული მმართველობის დაბრუნებამ კვლავ წამოიწია ეს საქმე, რადგან ქვეყანა ცდილობდა აღედგინა თავისი იმიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში. ახალმა მთავრობამ შექმნა კომისია 2002 წელს ამ საქმისა და სხვა ფინანსური დანაშაულების სპეციალური წესით მოსაკვლევად. 2004 წლისთვის, კომისიის ხელმძღვანელმა საბოლოოდ მოახერხა დანაშაულის ყველა წევრის მხილება, ხოლო 2005 წლისთვის, ერთ-ერთი დაკავებული თაღლითის აღიარების შემდეგ, მას მიუსაჯეს ორწელიწადნახევარი თავისუფლების აღკვეთა და 25, 5 მილიონი დოლარის გადახდა. სასამართლო პროცესის დროს განხორციელდა საქმის წარმოების ჩაშლის სხვადასხვა მცდელობა ბომბის აფეთქების მუქარით და ადამიანების გატაცების მცდელობებით. იმ პერიოდის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, მალლამ ნუჰუ რიბადუმ გამოავლინა კიდევ $75, 000, რომელიც მას ქრთამის სახით შესთავაზეს, რაც მან არ აიღო. რიბადუმ დაამატა ქრთამის აღების და გატაცების ბრალდებები ნვუდეს უკვე არსებულ ბრალდებებს. მას შემდეგ რაც ნვუდე მიხვდა, რომ მისი თამაში დასრულდა, მან დანაშაული აღიარა უფრო მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ. საუკუნის თაღლითს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მთელი ქონებაც ჩამოართვეს. ნიგერიის მთავრობამ ასევე გადაუხადა 10 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია იმ ადამიანებს, რომლებიც ნვუდემ მოატყუა. ნვუდე ციხიდან 2006 წელს გათავისუფლდა და მაშინვე აღძრა საქმე მისი ქონების დასაბრუნებლად. თაღლითი ამტკიცებდა, რომ ქონების ნაწილი დანაშაულებრივი ქმედების დაწყებამდე შეიძინა. და მან მართლაც წარმატებით დაიბრუნა მინიმუმ 52 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები. ![]() 276 1-ს მოსწონს
|