x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141774
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
გოგონამ "საშინელი" მეზობელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და ორი წლით ციხეში მოხვდა
imageშეერთებულ შტატებში ქალს პენსილვანიის შტატიდან სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მან მეზობელს გატაცებაში და გაუპატიურებაში დასდო ბრალი, რადგან ფიქრობდა, რომ ის "საშინელი" შესახედავი იყო. ამის შესახებ New York Post (NYPost) წერს.


20 წლის ანგელა ბორისოვა-ურუმოვას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2024 წლის აპრილში 41 წლის დანიელ პირსონის წინააღმდეგ წაყენებული ცრუ ბრალდებისთვის. გოგონამ თავდაპირველად უთხრა პოლიციას, რომ მეზობელი თავს დაესხა ბაქსის ოლქში სუპერმარკეტთან . ბორისოვა-ურუმოვას თქმით, პირსონმა ჯერ შარვალი ჩახადა და სახეში გაარტყა, შემდეგ ხელში აიყვანა და თავის პიკაპთან მიიყვანა. ის კი ყვიროდა და იბრძოდა, საბოლოოდ კაცი შეეშვა.

image

შედეგად, პირსონი ციხეში ერთი თვით გაგზავნეს. გამომძიებლებმა გოგონას ჩვენებაში ბევრი წინააღმდეგობა აღმოაჩინეს და მისი ტელეფონისა და სათვალთვალო კამერის კადრების შემოწმების შემდეგ საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ცრუობდა. 2024 წლის 20 მაისს მამაკაცმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.


image

იანვარში ბორისოვა-ურუმოვამ აღიარა, რომ მან მოიგონა გატაცებისა და გაუპატიურების მცდელობის ამბავი. მან თქვა, რომ მან სპეციალურად აირჩია პირსონი ცრუ ბრელდებისათვის, რადგან ის ხედავდა, თუ "როგორ მოძრაობდა სამეზობლოში თავისი ლურჯი პიკაპით და ეგონა, რომ ის "საშინელი" იყო". ბორისოვა-ურუმოვას თავდაპირველად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, წაყენებული ჰქონდა შვიდი ბრალდება, მათ შორის ცრუ საჩივარი და მტკიცებულებების გაყალბება


1 აპრილს რაიონულმა სასამართლომ მას ორ წლამდე ციხე მიუსაჯა. ბორისოვა-ურუმოვას აეკრძალა მსხვერპლთან ურთიერთობა და დაეკისრა მისთვის კომპენსაციის გადახდა 3, 6 ათასი დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ამერიკელს დაევალა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.


პირსონმა და მისმა მეუღლემ ანგელას განაჩენზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0