რელიგია ტურინის სუდარას საფუძველზე ხელოვნურმა ინტელექტმა იესოს სურათი შექმნა 15 აპრილი, 9:08 Daily Mail–ის ცნობით, ინტერნეტში ვიდეო გამოჩნდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ, იესოს სავარაუდო გარეგნობას ასახავს. ვიდეოს შესაქმნელად, გამოყენებული იქნა ნეიროქსელი Midjourney–ის ხელსაწყოები. ხოლო ვიდეოს, საფუძვლად, ტურინის სუდარას გამოსახულება გამოიყენეს, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, ქრისტეს ცხედარი გაახვიეს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა გამოსახულებამ, ინტერნეტში დაპირისპირება გამოიწვია. მომხმარებლების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს «იესოს ნამდვილი სახეა», სხვებმა კი ეჭვი გამოთქვეს, რადგან ის, ძალიან ჰგავს ქრისტეს ევროპულ პორტრეტებს*. რელიგიის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ იესოს, როგორც ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი, სავარაუდოდ, მუქი კანი, ყავისფერი თვალები და მუქი ხვეული თმა ჰქონდა. * ალექსანდრე VI (ერისკაცობაში როდრიგო დე ბორჯია (ბორხა) ) – II რომის პაპი იყო, ესპანელი ბორჯიების გვარიდან. ითვლება, რომ ის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პაპი იყო, მათ შორის, ვინც ამ თანამდებობაზე ოდესმე ყოფილა. თუმცა, სწორედ მისი წყალობით, მსოფლიო კულტურის ისტორიაში, არაერთი ფასდაუდებელი ნიმუში შეიქმნა. გარდა ამისა, მან გარკვეული გავლენა იქონია იმ პერიოდის მოვლენების მსვლელობაზე... ალექსანდრე VI დაოჯახებული იყო და მას, ამავდროულად, არაერთი საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავდა. ის წამლავდა საკუთარ მტრებს და ორგიებს აწყობდა ვატიკანში... თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უსაქმოდაც არ მჯდარა... მისი ხელშეწყობით, XV საუკუნეში არაერთი პროექტი განხორციელდა. თუმც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის ცნობილი მაინც ერთია: დღეს, თანამედროვე ადამიანების წარმოსახვაში, ქრისტე, უმეტესწილად, ევროპული გარეგნობის, ღია წაბლისფერი, სწორი თმის და ღია კანის მქონე ადამიანი იყო. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* კაცობრიობა ელვის სისწრაფით ჩლუნგდება... ახლა უკვე ოფიციალურად* კატა, რომელიც სკოლაში 16 წელი დადიოდა და გაკვეთილზე არასდროს აგვიანებდა* გამოცანა მოგზაურებზე და ძაღლზე (პასუხი აქვს)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?287 2-ს მოსწონს
|