მთვრალმა „მის ევროპამ“ თურქეთში ავარია მოახდინა, პოლიციელებისგან თავის დაღწევა სცადა და დაიღუპა

გიულერ ერდოღანის სიცოცხლე უაზრო უბედურ შემთხვევას შეეწირა.
1 აპრილს, მოდელი და "მის ევროპა" კოსოვოს ტიტულის მფლობელი, 27 წლის გიულერ ერდოღანი თურქეთის ქალაქ გერესუნში გარდაიცვალა, იუწყება CNN Türk.

ტელეკომპანიის ცნობით, გოგონა ოჯახთან ერთად ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. ღამით ის და მისი მეგობრები ეწვივნენ ღამის კლუბს, სადაც რამადანის თვის დასრულება აღნიშნეს, რის შემდეგაც იგი საჭესთან ნასვამი დაჯდა და პოლიციის საგუშაგოს შეეჯახა.

ალკოტესტმა აჩვენა 170 ppm და როცა გოგონა მიხვდა რა გააკეთა, გაქცევა გადაწყვიტა. მან მიატოვა მანქანა და მიმალვა სცადა. ესტაკადაზე გადასვლისას მოდელს ფეხი დაუცდა და 6 ზოლიან სავალ გზაზე გადავარდა, რის შემდეგაც ავტომობილმა გადაუარა.გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

თურქეთის პოლიციამ გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
წარსულში ერდოღანმა სტამბოლში ბოსფორის ხიდზე თვითმკვლელობა სცადა.

ერდოღანის "ინსტაგრამის" პროფილის მიხედვით, რომელსაც 56 000 გამომწერი ჰყავდა, ის მოდელი, სპორტსმენი იყო და უყვარდა მოგზაურობა.