x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141774
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
პრინცესა დიანადან ანგელა მერკელამდე: 10 საცურაო კოსტიუმი, რომელიც ისტორიაში შევიდა

image


ვის არ ახსოვს ცნობილი, ამერიკული სატელევიზიო სერიალიდან "მაშველები" ის ხასხასა, წითელი ფერის საცურაო კოსტიუმი, რომელშიც თავს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი სერიალის მთავარი გმირი, ქერათმიანი ლამაზმანი, პამელა ანდერსონი იწონებდა? ის ლეგენდარული კოსტიუმი იცის ყველამ, მანაც კი ვისაც სერიალი საერთოდ არ უნახავს, თუმცა საზოგადოებას მხოლოდ ის საზღვაო კოსტიუმი მეხსიერებაში არ შემორჩენია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალის 10 ყველაზე განხილვად საცურაო კოსტიუმს ისტორიაში, რომელზეც ყველა საუბრობდა.


image


ვეფხვის პრინტიანი მთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც პაპარაცებმა ფეხმძიმე პრინცესა დიანა დააფიქსირეს, 1982 წელი



image



აი, ის ზემოხსენებული ცნობილი, წითელი საცურაო კოსტიუმიც სერიალიდან "მაშველები", 1989 წელი



image


მთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც ჰილარი კლინტონი საკუთარ მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ისვენებდა, 1988 წელი



image


გასული საუკუნის ერთ - ერთი გამორჩეული და დახვეწილი სტილის მქონე ქალბატონი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, შეუდარებელი ჟაკლინ კენედი თავის ცნობილ საცურაო კოსტიუმში, რომლითაც ის შვებულების დროს იტალიაში დააფიქსირეს, 1962 წელი




image


კერი ფიშერის ლეგენდარული მეტალიკის კოსტიუმი, "ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება", 1983 წელი



image


მსახიობი რაკელ უელჩი ირმის ტყავისგან შეკერილ ცნობილ ბიკინში, კადრი ფილმიდან "მილიონი წელი ჩვენს ერამდე", 1966 წელი



image


ლეგენდარული მსახიობისა და მსოფლიოს ერთ -ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონის, ელიზაბეთ ტეილორის თეთრი ფერის, სადა, მთლიანი საცურაო კოსტიუმი, კადრი ფილმიდან "უეცრად, გასულ ზაფხულს", 1959 წელი



image



ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი, ბო დერეკი, კადრი ფილმიდან "10", 1979 წელი



image


შვეიცარიელი მსახიობი და 1960-იანი წლების სექს-სიმბოლო, უმშვენიერესი ურსულა ანდრესი თეთრ ბიკინში, კადრი ფილმიდან "დოქტორი ნოუ", 1962 წელი



image



გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც პაპარაცებმა იტალიაში შვეულების დროს დააფიქსირეს, 2013 წელი










0
297
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
297