x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გაიცანით კარაკური, 1600-იანი წლების იაპონური რობოტი
“კარაკური” ძველი იაპონური მექანიკური თოჯინაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული მე-17 საუკუნეში იყო.


“კარაკური" იაპონურად ნიშნავს "მექანიზმებს" ან "ხრიკებს.” ეს რობოტი-თოჯინები დღემდე გვაოცებენ იმით, თუ როგორ მუშაობენ ისინი.


იაპონიაში ამ თოჯინების დამზადება დაიწყეს მას შემდეგ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში ევროპული საათის ტექნოლოგია შევიდა.


არსებობდა რობოტი-თოჯინის სამი ტიპი: “ბუტაი კარაკური” თეატრისთვის, “ზაშიკი კარაკური” სახლებისთვის (ჩაის მიმტანი რობოტი) და “დაში კარაკური” — ფესტივალებისთვის.



ჩაის მიმტანი რობოტი მოძრაობს, როცა ფინჯანს დებ, დადის, ქედს იხრის და ზამბარის მეშვეობით ტრიალდება კიდეც.


კარაკური თავიდან მხოლოდ მდიდრებს ჰყავდათ, მაგრამ ქუჩის ფესტივალებზე მათ თანდათან დიდი პოპულარობა მოიპოვეს. 1662 წელს ტაკედა ომიმ ოსაკაში დიდი თეატრალური რობოტი-თოჯინები შექმნა.


მოგვიანებით ტანაკა ჰისაშიგემ მშვილდოსანი ბიჭი-რობოტიც დაამზადა.


კარაკურიმ გავლენა მოახდინა იაპონურ კაბუკის თეატრზეც.


საუკუნეების წინ რობოტი კარაკურის არსებობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ იაპონელებს გამომგონებლური ნიჭი ძალიან დიდი ხნიდან მოსდგამთ და რთული მექანიზმების დამზადება მათ თანამედროვე ტექნოლოგიურ რევოლუციამდე ბევრად ადრე დაიწყეს.


კარაკური

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0