სხვა 9 რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ხალიჩისგან 8 აპრილი, 18:47 ![]() თუ ბებიისგან ძველი ხალიჩა გერგოთ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. ცოტაოდენი ფანტაზია, კრეატივი, შთაგონება და აი, ხალიჩა უკვე გადაიქცა ბალიშის შალითად, პუფად, ჰამაკად და სხვა მოდურ ნივთად. გიამბობთ, როგორ აჩუქოთ ნაწარმს მეორე სიცოცხლე, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგახაროთ. იდეა 1: დეკორატიული ბალიშის შალითა ![]() თუ შეჩვეული ხართ დივანზე დეკორატიული ბალიშების ქონას, ძველი ხალიჩისგან შეგიძლიათ შეკეროთ ერთი ან რამდენიმე ბალიშის შალითა. კაშკაშა ფაქტურული ქსოვილი საინტერესო ორნამენტით შესანიშნავი აქცენტი იქნება ინტერიერში და ყურადღებას მიიპყრობს. რაც მთავარია, საკუთარი ხელით მარტივად შეკერავთ. საკმარისია მასალის გაწმენდა მტვრისა და სხვა ჭუჭყისგან, შესაბამისი ზომის კვადრატის ან მართკუთხედის ამოჭრა, კიდეების დამუშავება, რათა დროთა განმავლობაში არ დაიშალოს და ელვა შესაკრავის ან თასმების ჩაკერება. ასეთი ბალიშები გააფორმებს არა მხოლოდ დივანს, არამედ სავარძელს ან საწოლს - დაფიქრდით, რომელი ოთახის ინტერიერს მოერგება ყველაზე უკეთ. იდეა 2: ჰამაკი ![]() თუ აგარაკი გაქვთ ან კერძო სახლში ცხოვრობთ, ძველი ხალიჩა შეგიძლიათ ჰამაკად გადააკეთოთ. ჩამოკიდეთ ბაღში, ტერასაზე ან სახლთან ახლოს. გაითვალისწინეთ, რომ ჰამაკი უნდა იყოს მჭიდროდ ნაქსოვი და საიმედო საფუძვლით, რათა ადამიანის წონას გაუძლოს. ჰამაკის დამაგრება შესაძლებელია თოკებით ან კარაბინებით, მთავარია, დატვირთვა თანაბრად გადანაწილდეს კიდეებზე. ჰამაკში კომფორტულად რომ დაისვენოთ, ბალიშები ან ლეიბი ჩადეთ. იდეა 3: კატის საფხაჭნი ![]() არ დაივიწყოთ თქვენი საყვარელი ფუმფულა მეგობრები. ზოომაღაზიაში ძვირადღირებული საფხაჭნის ყიდვის ნაცვლად, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ის ძველი ხალიჩისგან. აიღეთ რაიმე ხის საფუძველი ან მილი, შემოახვიეთ ხალიჩა და დაამაგრეთ სამშენებლო წებოთი ან სტეპლერით. შემდეგ დადგით მზა ნაკეთობა იქ, სადაც კატისთვის მოსახერხებელია და დატკბით შედეგით. ხალიჩის უხეში ბეწვის წყალობით, საფხაჭნი გამოვა ძალიან ხარისხიანი და აუცილებლად მოეწონება შინაურ ცხოველს. იდეა 4: პუფი ![]() მკვრივი მასალა იდეალურია პატარა პუფის შესაქმნელად, რომელიც შემდეგ შეიძლება განათავსოთ თქვენი ბინის ნებისმიერ წერტილში: მისაღებში, საძინებელში, საბავშვო ოთახში, დერეფანში, აივანზე და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ამ მიზნებისთვის გამოდგება მხოლოდ ხარისხიანი, მყარი ხალიჩა, რომელიც კარგად ინარჩუნებს ფორმას, რადგან პუფი რეგულარულად განიცდის დატვირთვას. ავეჯის შიგთავსისთვის აირჩიეთ სინთეპონი ან პენოპლასტი. იდეა 5: ყვავილების ქოთნის შალითა ![]() თუ კმაყოფილი არ ხართ ყვავილების ქოთნის გარეგნობით, ხოლო ახლის შეძენა არ შედის თქვენ გეგმაში, გააკეთეთ ორიგინალური შალითა ძველი ხალიჩისგან. პირველ რიგში, საინტერესოდ და მოდურად გამოიყურება, მეორეც დაიცავს ქოთანს დაზიანებისგან, მესამეც დაფარავს ნაჩხაპნებს, ნაკაწრებს და სხვა დეფექტებს, რომელიც იერს აფუჭებს. შალითის გასაკეთებლად მოჭერით ხალიჩიდან საჭირო ზომის ნაჭერი, მიეცით სასურველი ფორმა და დაამაგრეთ ქოთანზე წებოთი, სტეპლერით ან თასმით. ასეთი ნაწარმი მოერგება პრაქტიკულად ნებისმიერ სტილს, მაგრამ განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ბოჰო, სკანდინავიურ და ეკო ინტერიერში. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ - ბუნებრივ ქსოვილს ძალიან არ უყვარს ტენი, ამიტომ ეცადეთ მცენარე მორწყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რათა შალითაზე მოხვდეს მინიმალური რაოდენობის წყალი. იდეა 6: ავეჯის დეკორი ![]() ხალიჩის ნაჭრით შეგიძლიათ გაალამაზოთ კომოდი, ტუმბო, ყავის მაგიდა და კარადის ფასადი - უბრალოდ დაამაგრეთ წებოთი ან ავეჯის სტეპლერით. იდეა 7: მუთაქა ![]() რბილი ხალიჩისგან არა მხოლოდ ლამაზი დეკორატიული ბალიშისპირი გამოვა, არამედ სრულფასოვანი ბალიში. ხალიჩის მკვრივი ტექსტურის წყალობით მუთაქა კარგად ინარჩუნებს ფორმას და მხარს უჭერს ზურგს და კისერს დასვენების დროს. თუ ბალიშს მხოლოდ დეკორისთვის გამოიყენებთ, ნებისმიერი მასალა გამოგადგებათ, თუ მასზე წოლას აპირებთ, აირჩიეთ რბილი, შეხებისას სასიამოვნო ქსოვილის ხალიჩა. მუთაქის გასაკეთებლად შეკერეთ შესაბამისი ფორმის შალითა, შემდეგ შეავსეთ პოლიურეთანის ქაფით, ჰოლოფაიბერით ან პოროლონით და ამოკემსეთ. ასევე გაითვალისწინეთ ელვა შესაკრავი, ღილები ან თასმები, რათა ნებისმიერ დროს შეძლოთ მისი მოხსნა და გარეცხვა. იდეა 8: ჩანთა ![]() ხალიჩისგან საინტერესო და გამძლე აქსესუარი გამოვა და თუ მაგარიც არის, ჩანთა შესანიშნავად შეინარჩუნებს ფორმას ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერი შიგთავსის პირობებში. მეტი საიმედოობისთვის გაუკეთეთ ტყავის სახელურები, დაამატეთ სქელი ქსოვილის სარჩული და დაამუშავეთ კიდეები დეკორატიული კანტით. თუ გაქვთ ქსოვილის დიდი ნაჭერი, შეგიძლიათ შექმნათ არა მხოლოდ კლასიკური ჩანთა, არამედ სამგზავრო ჩანთა ან ლამაზი ტევადი შოპერი მაღაზიებში სასიარულოდ. იდეა 9: სავარჯიშო ხალიჩა ![]() თუ კატეგორიულად არ მოგწონთ ხალიჩის დიზაინი და არ გსურთ ყოველ წუთს მისი დანახვა ბინაში, მაშინ გამოიყენეთ წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორც სავარჯიშო ხალიჩა. აიღეთ ხალიჩა, მოჭერით გახუნებული და უშნო ნაწილები, დაამუშავეთ კიდეები და დატკბით თქვენი სამუშაოს შედეგებით. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პრობლემაც გადაჭერით და სარგებელიც ნახეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 14 ხელნაკეთი სამკაული, რომელიც მუზეუმის ექსპონატი შეიძლება გამხდარიყო 22 მარტივი იდეა სამალავისთვის, რომელიც ნებისმიერ სეიფზე უკეთესია რატომ უნდა გადაყაროთ ძველი ნივთები, თუ შეგიძლიათ გამოიყენოთ აგარაკის ექსკლუზიური დეკორის შესაქმნელად როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია! 10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან 103 1-ს მოსწონს |