x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141772
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
მამაკაცმა ყოფილი შეყვარებული მოკლა, ჩემოდანში ჩადო და ხევში მოისროლა
image

იტალიაში მამაკაცმა ყოფილი შეყვარებული მოკლა და მისი ნაშთები ჩემოდანში გადამალა. ამის შესახებ Pinnacle Gazette იუწყება.


2 აპრილის გამთენიისას ტყეში, პოლისთან ახლოს, რომიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, 22 წლის სტუდენტის, ილარია სულას ნეშტი იპოვეს. გოგონას დანაწევრებული გვამი ხევის ძირში, დიდ ჩემოდანში იდო.


სულა ბოლოს 25 მარტს ნახეს ცოცხალი. ამ დღეს იგი ბინიდან გავიდა, რომ ისე, რომ მეზობლებს არ უთხრა სად მიდიოდა და გაუჩინარდა.


image

შემდგომმა გამოძიებამ პოლიცია სულას 23 წლის ყოფილ ბოიფრენდთან, მარკ ენტონი სამსონთან მიიყვანა. გაუჩინარებამდე იგი დაუკავშირდა გოგონას. პოლიციამ გაარკვია, რომ სამსონს სულას ექაუნტებზე ჰქონდა წვდომა და სოციალურ ქსელში მის ნაცვლად აქვეყნებდა პოსტებს, მისი გარდაცველბის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ მამაკაცი გოგონას დანით დაესხა თავს, შემდეგ კი გვამი დაჩეხა, ჩემოდანში ჩაალაგა და ხევში გადააგდო.

image

„ეს არის საშინელი და სასტიკი ფემიციდი, რომელიც გამუნჯებს და გულს გტკენს“, - განაცხადა ანტონელა პოლიმენმა, ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორმა და მიუსამძიმრა ილარიას ოჯახს და მეგობრებს.


ლა საპიენცას უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ილარიას ცხედრის გაკვეთას ჩაატარებს, რაც მისი გარდაცვალების გარემოებების უკეთ გაგების საშუალებას მისცემს. იმავდროულად, გამოძიება გრძელდება, რადგან პოლიცია აგროვებს უფრო მეტ მტკიცებულებას და მოწმეთა ჩვენებებს, რათა დაალაგოს ტრაგიკული მოვლენის ქრონიკა.


image

სულას საქმემ რომსა და მესინაში პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქალთა მიმართ მომატებულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას სთხოვენ. 2024 წელს იტალიაში 113 ქალი გახდა მსხვერპლი. მათგან 99 პარტნიორებმა ან ნათესავებმა მოკლეს.

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0