საქართველო
"რეალური მიზეზი არა ის არის, არამედ.." - რას წერს გია ხუხაშვილი
7 აპრილი, 15:07

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ერეკლე მეფის ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ბუნებრივია, ერეკლე მეფის პორტრეს ფონზე მიცემული ინტერვიუ არ არის შემთხვევითი.
რატომ აქცია ის და არა, მაგალითად დავით აღმაშენებელი ხელისუფალმა მთავარ ისტორიულ ფიგურად და მოეწონებოდა თუ არა თავად დიდ მეფეს ასეთი “პატივი”?
რეალური მიზეზი არა ის არის, რომ ერეკლე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა სამშობლოსათვის, არამედ შექმნილი ტრაგიკული მოცემულობის გამო, უმძიმესი გადაწყვეტილება – გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერა.
ეს კი ხელისუფალს სჭირდება ტრაქტატი-2-ზე მოსალოდნელი ხელის მოწერის “გასაპრავებლად”.
ერეკლე მეორე საფლავში ბრუნავს…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.