x
მეტი
  • 16.05.2025
  • სტატია:142338
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514709
სკოლის დამლაგებელი ბავშვების საჭმელში ფეკალიებს და მათეთრებელს ურევდა
image

შეერთებულ შტატებში დაწყებითი სკოლის დამლაგებელს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 27 წლის ჯოვანი იმპელიცერიმ აღიარა, რომ განზრახ აბინძურებდა მოწაფეების საკვებს განავლით და ქიმიური სითხეებით. სატანისტი ამტკიცებს, რომის ასრულებდა ეშმაკის მითითებებს.




კუმბერლენდის ოლქის პროკურატურამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ იმპელიცერი ხუთი წელი სასჯელის მოხდის შემდეგ მიიღებს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებას .


მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციას გადაეცა ვიდეოკადრები, სადაც ის უცენზურო ქმედებებს ახორციელებდა ნიუ ჯერსის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.



ჯოვანის ტელეფონის მონაცემებმა აჩვენა, თუ რამდენად შორს წავიდა მისი მანკიერი მიდრეკილებები.


"გულწრფელად რომ ვთქვა, ადრე მათ საკვებში მათეთრებელი ჩავურიე. ბავშვები კარგად იყვნენ, ცოტა ავად კი გახდნენ. ოჰ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ერთხელ მათთვის ამზადებდნენ ტაკოს(ტრადიციული მექსიკური კერძი )და მე ჩავყარე... განავალი და ვერავინ შეამჩნია. მათ მიირთვეს ბოლო ნაჭრებამდე", - განაცხადა ჯოვანიმ სასამართლოზე.


„ბრალდებულმაც თქვა: სრულიად ავად ვარ, ვაღიარებ“.


გავრცელებული ინფორმაციით, იმპელიცერიმ სასადილო ოთახში სამზარეულოს ჭურჭელს თავის ნერწყვით, შარდით და განავლით თხუპნიდა. პურზეც აფურთხებდა და ამით სასქესო ორგანოს იწმენდდა.


აღსანიშნავია, რომ სატანისტმა ფირზე იღებდა საკუთარ ქმდებებს.


"მან აიღო მათეთრებელი და შეასხურა კიტრებს, შემდეგ დააფურთხა, კამერაში ჩაიხედა და თქვა: "ოჰ, მათეთრებლის სუნი აქვთ, კაცო. სკოლის მოსწავლეები მალე მაგრად გამოქლიავდებიან ამ ქაქით. ისინი თავს ძალიან ცუდად იგრძნობენ"-აღნიშნა პროკურორის თანაშემწემ ლინდსი სეიდელმა.

image

სასამართლო დარბაზში დამლაგებელმა მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა: "ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის. ვისურვებდი, რომ დრო უკან დავბრუნდეს და ასეთი რაღაცეები აღარ ვაკეთო .მაგრამ ეს უკვე წარსულია. მესმის, რომ პასუხი უნდა ვაგო".


მისი ადვოკატი, ემილი ბელი ამტკიცებდა, რომ მისი კლიენტი "არ იყო ცუდი ადამიანი", მაგრამ "ცუდი რამ გააკეთა".


შემდგომი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმპელიცერს ბავშვზე ძალადობის მასალაც ჰქონდა შენახული.

image

ბოლო ხანებში უკვე მესამედ გვიწევს მსგავს ინციდენტზე საუბარი.პოლონეთში დამლაგებელი თვეების განმავლობაში წამლავდა კოლეგას საწმენდი საშუალებებით, ხოლო აშშ-ში დამლაგებელი ოფისის წყლის დისპენსერში შარდავდა.

0
243
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0