x
მეტი
  • 14.06.2025
  • სტატია:142765
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515233
დამლაგებელი თვეების განმავლობაში წამლავდა კოლეგას საწმენდი საშუალებებით
imageპოლონეთში დააკავეს ქალი, რომელიც კოლეგას "უბრალოდ გაბოროტებული"ტოქსინებით წამლავდა . ამის შესახებ Oddity Central წერს.


51 წლის ვარშაველი ქალი, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, საავადმყოფოს მუცლის ტკივილის ჩივილით მიაკითხა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. იგი ფიქრობდა, რომ ავადმყოფობა გამოწვეული იყო სტრესით და სამსახურში გადატვირთული გრაფიკით. თუმცა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალს შინაგანი ორგანოები ტოქსიკური ნივთიერებებისგან ჰქონდა დაზიანებული.


ამის შემდეგ პოლონელ ქალს გაახსენდა, რომ დილით სამსახურში დალეულ ჩაის ამ ბოლო დროს უცნაური გემო ჰქონდა. იგი დაეჭვდა, რომ ოფისში ვიღაცა ჩაიში ქიმიკატებს უმატებდა. ქალმა თავის სამუშაო ადგილზე ფარული კამერა დაამონტაჟა და მალევე აღმოაჩინა, რომ 56 წლის ოფისის დამლაგებელი ჩაის ფინჯანში საწმენდ საშუალებას ასხურებდა.

image


დაზარალებულმა რამდენიმე ვიდეო გადაიღო, შემდეგ კი ვიდეოჩანაწერი პოლიციას გადასცა. დამნაშავესთან ერთად დააკავეს 68 წლის ქალი, რომელთანაც დამლაგებელი ტელეფონზე უყვებოდა, თუ როგორ უფუჭებდა დაზარალებულს სასმელს . მეორე დაკავებულმა აღიარა, რომ იცოდა მეგობრის ქმედებების შესახებ.


პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია დამნაშავის მოტივები, მაგრამ პოლონური მედია ამტკიცებს, რომ ის „უბრალოდ სიბოროტე “ ამოძრავებდაა, რადგან მსხვერპლი უფრო მაღალ თანამდებობას იკავებდა.


ცოტა ხნის წინ ვწერდი აშშ-ში დამლაგებელზე, რომელიც თანამშრომლებს

ოფისის წყლის დისპენსერში უშარდავდა.

0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0