x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141774
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
ყველაზე შიშისმომგვრელი ეკლესია მთელ მსოფლიოში
ტანში ჟრუანტელი და შიშის უიმედო შეგრძნება. ბნელი შენობა, სასაფლაოთი გარშემორტყმული, ჭრიალა იატაკი, სიცივე. შედიხართ შიგნით და ხედავთ მოჩვენებებს - თეთრი, მოციმციმე ფიგურები ნახევრად ბნელ ეკლესიაში, რომლებმაც შეავსეს მთელი სივრცე შესასვლელიდან საკურთხევლამდე. ისინი სხედან სკამებზე, დგანან დერეფანში, კედლებთან, ამბიონთან. სახეების ნაცვლად შავი უძირო ხვრელები გიყურებენ. ეკლესიაში სიჩუმე სუფევს, მაგრამ ის უფრო ხმამაღალია, ვიდრე ყველაზე ძლიერი აფეთქების ხმა.



image



1352 წელს აშენებული წმინდა გიორგის ეკლესია ჩეხეთის სოფელ ლუკოვაში 1960-იანი წლებიდან მიტოვებულია.



image




ეკლესიის გაპარტახების მიზეზი გახდა სახურავის ჩამონგრევა ერთ-ერთ დაკრძალვის ცერემონიის დროს. სარემონტო სახსრები არ ჰქონდათ, ხოლო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გულწრფელად დაიჯერეს, რომ წმინდა ადგილი დაწყევლილია. მას შემდეგ შენობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ შეუხედავს.



image



ძველი ისტორიული შენობის მიმართ ყურადღების მისაქცევად ადგილობრივმა მხატვარმა იაკუბ ჰადრავამ ნანგრევები ხელოვნების ნიმუშად აქცია. ახლა მრევლისთვის განკუთვნილ სკამებზე მდუმარე, უძრავი თეთრი სილუეტები სხედან.



image



ფიგურები გამოსახავენ სუდეტელი გერმანელების მოჩვენებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდნენ ამ სოფელში და ყოველ კვირას დადიოდნენ ამ ეკლესიაში. ამ ნამუშევრით ჰადრავას სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ ამ ადგილს აქვს ისტორია, რომელსაც დიდ გავლენა ახდენს ადამიანებზე.



image



სულები ერთდროულად საშიში და მომხიბვლელია.



image



თეთრი მოჩვენებების წყალობით ეკლესია პოპულარული გახდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტებშიც. ექსკურსიებიდან შემოსული თანხით ეკლესიას გაარემონტებენ. ჯერჯერობით არავინ იცის, დარჩება თუ არა მოჩვენებები ეკლესიის რესტავრაციის შემდეგ თუ სამუდამოდ გაქრება.



image



image



image



image




ასევე დაგაინტერესებთ:

ვატიკანის სამოციქულო არქივი - რა საიდუმლოებები იმალება მის კედლებში?

მსოფლიოს 22 უნიკალური ტაძარი სუნთქვისშემკვრელი არქიტექტურით

იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი

როგორ იპოვეს წამოწოლილი ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ოდესღაც გაუვალ ჯუნგლებში იყო დამალული

ამ ინდური ტაძრის კედლები ათასობით სკულპტურისგან შედგება


0
200
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
200