სხვა ეზოში ციდან ჩამოვარდა. მისმა ანალიზმა კი, მეცნიერები გააოცა 1 აპრილი, 8:30 ინდოეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ მის საკარმიდამო ნაკვეთში რაღაც ლითონის ნივთი ჩამოვარდა. ის კოსმოსური ხომალდი, ან მისი ნაწილი არ ყოფილა – მხოლოდ 1, 5 კგ–იანი ობიექტი იყო, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ზედა, თეთრი, მინანქრის მაგვარი იყო, ხოლო ქვედა – რაღაც შენადნობს წარმოადგენდა. მამაკაცმა ის სახლში შეიტანა და მისი თქმით, იმ დღეს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ, დასასვენებლად სუფთა ჰაერზე გავიდა და დაინახა, რომ მისგან, 20-25 მ–ში, ციდან რაღაც მბზინავი ნივთი ჩამოვარდა. მან ცაში ვერც თვითმფრინავი და ვერც სხვა რამ დაინახა, რასაც ასეთი რამ შეიძლებოდა მომძვრალიყო. რამდენიმე წლის მანძილზე, მის შესახებ აღარც გახსენებია. მაგრამ, ერთ დღეს, მის ვაჟს მევალეები მოადგნენ. სახლი დაათვალიერეს, მაგრამ ფასეული ვერაფერი ნახეს. ბოლოს, ის ნივთიც იპოვეს. მამაკაცმა მათ აუხსნა, რომ ნივთი ციდან ჩამოვარდა და მასზე არაფერი იცოდა. შვილმა, ნივთის შემადგენლობის დასადგენად, ლაბორატორიაში წაიღო. პასუხი, დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ლოდინი ამად ნამდვილად ღირდა... აღმოჩნდა, რომ ზედა ნაწილი უცნობი მინერალისგან შედგებოდა, რომელიც თვისებებით, ალმასზე უფრო მტკიცე იყო და ამასთან, ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურებს უძლებდა. მისი უახლოესი ანალოგი – კარმელტაზიტია – იშვიათი მინერალი, რომელიც ისრაელელმა მეცნიერებმა 2019 წელს აღმოაჩინეს. ხოლო, ობიექტის ქვედა ნაწილი, 6 ლითონის შენადნობი იყო: დისპროსიუმი, ნეოდიმი, ევროპიუმი და იტრიუმი. დანარჩენი ორი კომპონენტის იდენტიფიცირება, ლაბორატორიაში ვერ მოხერხდა. ექსპერტების აზრით, ეს ელემენტები დედამიწაზე ნაპოვნი არასდროს ყოფილა და კატალოგებში არ შედის. მკვლევარები არტეფაქტით, სხვადასხვა ლაბორატორიაში, კიდევ ორი გამოკვლევის შემდეგ დაინტერესდნენ. როგორც გაირკვა, ნიუ დელის უდიდეს ლაბორატორიაშიც კი, სადაც მინერალების და ლითონების უახლესი მონაცემთა ბაზებია თავმოყრილი, შენადნობში შემავალი ორი კომპონენტის დასახელება გაუჭირდათ. რაც შეეხება დისპროსიუმს, ნეოდიმს, ევროპიუმს და იტრიუმს, – აქ მეტად საინტერესო სურათი გამოიკვეთა. იტრიუმი ჩვენს პლანეტაზე საკმაოდ ბევრია, ევროპიუმიც, მაგრამ ბუნებაში სუფთა სახით არ მოიპოვება. თუმცა, ობიექტში ლითონი, ჩვეული მინარევების გარეშე იყო გამოყენებული. იგივე იყო დისპროსიუმთან დაკავშირებითაც. მხოლოდ ნეოდიმიმს არ გამოუწვევია მათი გაოცება. ხოლო, ორ უცნობ ლითონს, მეცნიერების განცხადებით, მათთვის სრულიად უცნობი კრისტალური ბადე ჰქონდა. გარდა ამისა, მასალამ ახალი თვისებები შეიძინა. მაგ., ნეოდიმის დნობის ტემპერატურა – 1024 გრადუსია, მაგრამ სხვა კომპონენტებთან ერთად, მას შეუძლია 6000 გრადუსს გაუძლოს! ეს კომბინაცია იმდენად ცვლის ნივთიერების თვისებებს, რომ სპეციალისტები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ, ცალსახად აცხადებენ, რომ ეს, მომავლის მასალაა... და ის ხელოვნურად იყო შექმნილი. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ცოდნა არასაკმარისია მისი რეპროდუცირებისთვის. ისტორია კი, იმით დასრულდა, რომ მეცნიერთა რეკომენდაციების შემდეგ, ხელისუფლებამ ნიმუში 3 მილიონ რუპიად (35 000 $) შეიძინეს და ოჯახმა ვალი სრულად დაფარა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |