x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141772
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
"პუტინის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ომი 2006 წლის ბოლოს დამტკიცდა"-გიორგი კობერიძე

image

გაეროს 51-ე თავის მიხედვით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ასევეა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. პრეცედენტულ სამართალშიც ასეა და ე.წ. "კაროლინას ტესტის" მიხედვით პირველი დაცემული ბომბი შენს ტერიტორიაზე ნიშნავს თავდაცვითი ომის წარმოების უფლების მოპოვებას. ქართული დასახლებების ინტენსიური დაბომბვა კი 2008 წლის ივნისიდან დაიწყო.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ცნობდა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია.
შესაბამისად, ნებისმიერი დაცემული ბომბი ცხინვალის რეგიონსა თუ მის მიღმა ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ძალის მიერ წარმოებულ აგრესიას. მასზე პასუხის უფლება კი არა ვალდებულება გვქონდა და მომავალშიც ასე იქნება.
ქართულ სოფლებზე იერიში არა 7 აგვისტოს, არამედ ივნის-ივლისში დაიწყო, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო დასკვნა, ხოლო 7 აგვისტოს ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა წამოიწყო არამხოლოდ ცხინვალის რეგიონის, არამედ დანარჩენი საქართველოს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა. და ეს მაშინ, როდესაც ქალაქი ცხინვალი მთლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისაგან (2 აგვისტოს გაიყვანეს მოსახლეობა რუსებმა), ქალაქში კი მთლიანად სამხედრო ძალები იყვნენ განთავსებულნი.
შესაბამისად 2008 წელს რუსეთმა აწარმოა თავდასხმითი ომი საქართველოს წინააღმდეგ, მანამდე კი პირდაპირ მხარს უჭერდა ადგილობრივი რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებსა თუ ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონსა და მის მიღმა.
ომი წინასწარ იყო მომზადებული, დაგეგმილი და განხორციელებული, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და ეკოციდი (გარემოს მიზანმიმართული განადგურება, რომელიც განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ტყიანი მასივის ნაწილის განადგურებით). წინასწარ მომზადების შესახებ თავად პუტინს აქვს განცხადებული. მისი თქმით საქართველოს წინააღმდეგ ომი 2006 წლის ბოლოს დამტკიცდა. საქართველოს საავიაციო დაბომბვა კი რუსეთმა 2007 წლის აგვისტოში წითელუბანზე განახორციელა. ანუ სრულმასშტაბიან ომამდე ერთი წლით ადრე. მანამდე კი გორში ტერორისტული აქტი განახორციელეს და პოლიციის შენობა ააფეთქეს. უფრო ადრე ქართული პოლიციის კადეტები მოიტაცეს და ცხინვალში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს - დააჩოქეს. ეს ყველაფერი ომის წინაპირობები იყო.
ომის შემდეგ კი ცხინვალის რეგიონში დატყვევებული მოსახლეობა გალიებში გამოკეტეს ცხინვალში, თავად კი რუსულ გერგიევის კონცერტს უსმენდნენ. თან გადამწვარ ქართულ სახლებზე აწერდნენ თბილისი უნდა ავიღოთო.
საქართველოს ჰქონდა თავდაცვითი ომის წარმოების სამართლებრივიცა და მორალური როგორც უფლება, ისე ვალდებულება. შესაბამისად დღეს თუკი ვინმეს უნდა ასამართლებდნენ ესაა ვლადიმერ პუტინი.
იმაზე საუბარი ან მინიშნება, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოა თავდასხმითი ომი, გარდა იმისა რომ არაადეკვატურია, აყენებს ქვეყანას ძალიან დიდ დარტყმას და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. ეს იგივეა საკუთარ სახლში მეზობელზე თავდასხმაში დაგწამონ ცილი.'–წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე
[კადრები: მდგომარეობა 6 აგვისტოს დღის განმავლობაში და 7 აგვისტოს დილით]
6
96
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96
  
ან საგამოძიებო კომისია რისთვის შეიქმნა? რას ქვია სამხედროებს არ ეხებათ,გეგმა და საბრძოლო დავალება ვინ მისცა,ვინ მოახდინა დელეგირება ამ თემის და ვინ დაიყვანა ის ოცეულის მეთაურის დონემდე? რა მიშამ არასწორი დაავალა გოგავას და მორჩა? რატომ არ ეყოთ მაღალი იერარქიის ოფიცრებს იმის გამბედაობა რო არასწორი დავალება არ შეესრულებინათ? ბრძანება სრულდება დაუყონებლივ,მაგრამ როცა გენ შტაბის უფროსი ან ბრიგადის მეთაური ხარ,ეს ასე არ ხდება. ნებისმიერი მეთაური პასუხს აგებს თავისი პირადი შემადგენლობის უსაფრთხეობაზე და როცა მიზანმიმართულად უშვებ უაზრო გეგმით ომში,ეს არის ღალატი და ძელზე ხარ გასასმელი. არა,მაღალი წარმოდგენა კი აქვთ თავის თავზე და ერთი ომი არ მოუგიათ ამ ჩემისებს,გამოდგებიან და ბრალტაობენ. მოკლედ,ყველაფერი მარტივია,ყველა მაღალი იერარქიის სამხედრო პირი უნდა დაისაჯოს,რამეთუ არ მჯერა რო საბრძოლო მოტივაცია ან კვალიფიკაცია დაბალი ქონდათ დაღუპულ სამხეროების დიდ ნაწილს. ეს ხალხი გაიწირა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს არა მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელმა პირებმა,არამედ სამხედრო იერარქიის წარმომადგენლებმა. თუ ეს ესე არ არის და ასე არ მოხება,მაშინ ყველა გარდაცვლილს ღირსების ორდენები ჩამოართვით,რადგან გამოდის რო ყველაფერი კარგად იყო,კარგი გეგმა და ამოცანა დაუსახეს,იდეალურთან მიახლოებული იყო ყველაფერი,ხოლო მათ ვერ შეასრულეს დასახული ამოცანა,დაიღუპეს თავი და დაღუპეს თავისივე ქვედანაყოფები,მთლიანობაში ქვეყანა და მისი მოსახელობა. სწორედ ამისთვის არიან იქ,ეს არის მათი მოვალეობა და ამისთვის იღებენ ფულს,აიმაღლონ კვალიფიკაცია,იყვნენ პროფესიონალები და დაიცვან ქვეყანა. თუ ამას ვერ ახერხებ ორი ვარიანტია: ან დაბალი კვალიფიკაცია გაქვს და საჩკაობ ან ვიღაც მიზანმიმართულად გწირავს. სხვა არ არსებობს,ესე არ ხდეება ჯარში,ვისაც იქ გაუვლია ყველამ იცის.
და კიდევ,ორი გენერალი რო გამობრძანდა და ბოდიალობა რაღაცას,რა გგონიათ რო ვინმეს სჯერა ეს? სუბარმა სწორი კითხვა დაუსვა,სამხედრო განათლების არ მქონე ტიპი რანაირად გახდა გენერალი,თან უბრალო გენერალი კი არა,გენერალ-მაიორი,მისი ორი ვარსკვლავი ამის დამადასტურებელია. რა გგონიათ რო ხალხს არ ახსოვს რაც იმ დროს ხდებოდა? ისე საუბრობდა ოფიცრებზე და მათ სიმცირეზე,თითქოს ვინც იყო სულ მაზნიაშვილები და ჩოლოყაშვილები იყო. ბევრმა ოფიცრმა რიგითს გამოასწრო საომარი ზონიდან და თავისი პირადი შემადგენლობა მიატოვა,ამისთვის დაისაჯა ვინმე? რა ამ გენერლების პასუხისმგებლობა არ იყო? მაგარი ქვეყანა შემართება კი იქნებოდა ჯარში,როცა მთავარსარდალი ფროთხვით გარბის და ოფიცრები ერთმანეთს ასწრებდნენ,კიდევ კარგად იბრძოდა ჯარი. მარტო ამისათვის არიან ძელზე გასასმელები,საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის და ის სამხრეები უნდა გაურჭო ერთ ადგილას. მერედა,რატომ ხდება ამ ქვეყანაში ისე და რატომ მოგყავთ დაღუპული ხალხი მეომარის ან ჯარისკაცის ეტალონებათ? არავინ არავის უკარგავს რამეს,უბრალოდ ისინი არ იყვნენ მეომრის ეტალონები,მათი კვალიფიკაცია არ იყო ძალიან მაგარი. ყველას არ ვგულისხმობ,ბევრი მიატოვეს და ამის გამო მოყვნენ ხაფანგში,თუმცა ბევრმა თავისი ამოცანა ვერ შეასრულა და ამიტომ მოყვა ცუდ სიტუაციაში. ნამდვილი ჯარისკაცი ის არის,ვინც თავის ამოცანას ასრულებს და პირადი შემადგენლობითურთ უკან ბრუნდება. შემთხვევები ხდება,თუმცა საბრძოლო ამოცანა ისე უნდა იყოს დასმული,რომ ის მინიმუმამდე უნდა იყვანდეს მსხვრეპლს და თუ ეს ესე არ არის,მაშინ ამ გეგმის შემდგენის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ანწუხელიძე რო ჩავარდა ტყვედ ან შინდისში რო ბიჭები ხაფანგში აღმოჩდნენ,ვისი პასუხისმგებლობა არის? ან ეს ხალხი იყო დაბალი კვალიფიკაციის ან ვიღაცამ გაწირა,შეგნებულად გააყოფინეს თავის ხაფანგში.თუ ამ ხალხს გმირებს ვუწოდებთ,მაშინ ისინი გაწირეს და დასასჯელები არიან გეგმის შემდგენები და ბრძანების გამცემი ხალხი.თუ მათ ამოცანა სწორად დაუსახეს და ვერ შეასრულეს,მაშინ ნუ ქმნით მათგან სამხედრო მოსამსახურის ეტალონებს. მე არ მჯერა,რომ ანწუხელიძე ან შინდისში მყოფი ხალხი დაბალი კვალიფიკაციის იყო,მათ დასამცირებლად არ ვამბობ,ეს არის მოთხოვნა მაღალი იერარქი
1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით,არცერთ მხარეს არ ქონდა უფლება ოფიციალური საჯარისო ნაწილები შეეყვანათ კოდორის ხეობის ტერიტორიაზე. როცა კვიციანი განაიარაღა,იქ სწორედ ეს ქნა სააკაშვილის ხელისუფლებამ,რითაც დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც იგივე ბათიაშვილმა დადასტურა და მეც ბევრჯერ მითქვამს,გაეროში ამის შესახებ განაცხადა რუსეთმა და ხელშეკრულების დამრღვევად გვცნეს,ხოდა ახლა იმას ამბობთ კიდევ ვინ დაიწყო ომი? როცა მხეცს ჯოხს უჩხიკინებ,მერე ის გიკვირს რო დაგკბენს ან შეგჭამს? ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია,რომელიც წარმატებით განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ.მეტსაც გეტყვით,საქართველოს მიტაცების გეგმა ერთად განიხილეს პუტინმა და სააკაშვილმა,ეს ასე იყო და ამაში დარწმუნებული ვარ. ამ ნაბი*ვრებმა საქართველო გაყიდეს და კიდევ აქ ამ სირების ნაბოდიალებს აქვეყნებთ. არაჩანდა ხარ თუ ვიღაც,ხომ უნდა დაფიქრდე რას ან რატომ აქვეყნებ? ვიღაც ცდილობს ქვეყნის მოღალატეებს გამოუწმინდოს ნამუსი და ამას აქვეყნებთ,ხოდა ეს ნაკლები დანაშაული გგონიათ? ყველაფერი ნელა ხდება ამ ქვეყანაში,თუმცა არ მგონია რო თქვენაირი ხალხიც ყურადღების გარეშე დარჩეს. ეს არის ქვეყნის ღალატი და მისი ჩაფარცხვის ხელშეწყობა,ეს გოგლიმოგლის ჭამა კი არ არის,ეს არანაირად არ იპატიება და არც გეპატიებას. ეს არც პოლიტიკოსის გინება არის და არც მისი ცილისწამება,ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშუალი.მერე არ თქვათ რო არ ვიცოდით და ა.შ.,გეუბნებით აგერ. აუცილებლად მოგაკითხავენ და მაგ ჟურნალისტის ქსივა ვერ გიშველის.
ახლა აგვისტოს ომზე ვისაუბროთ:კონკრეტულად,იმ მომენტში,რუსები ემზადებოდნენ საომარი მოქმედებებისთვის,მოსახელობის გაყვანაც დაიწყეს და ჯარსაც წვრთნები ჩაუტარეს. თუ მხოლოდ იმ კონკრეტული სიტუაციით განვსაზღვრავთ,რუსეთმა დაიწყო ომი და ის არის აგრესორი.თუმცა ჩვენში ამბობენ,სადაც დაეცი იქ კი არ უნდა დაიხედო,არამეს იქ სადაც ფეხი წამოკარიო და ჩვენ სად წამოვკარით ფეხი? აი,აქ იმალება სიმართლე და მალე გამონახავს გზას,მალე გახდება საჯარო. ეს ყველაფერი მოხდა 2006 წელს,როცა კოდორის ხეობაში შეიყვანეს ოფიციალურად საჯარისო დანაყოფები,როგორც თავდაცვის,ასევე შინაგანი საჯარისო ნაწილები,ხოლო იქ მყოფი ადგილობრივი მოსახელობა განაიარაღეს.აგერ ეს ინფრომაცია თქვა ბათიაშვილმა კომისიაზე და ადრეც მითქვამს აქ იგივე.
თუ ფული არ გაქვს აღებული რო ეს ილაპარაკო,მაშინ ამ მავნებლობას არ ილაპარაკებს. რაზე ვსაუბრობთ ან რას ამტკიცებენ,რუსეთი აგრესორი და იმპერია რო არის? ამაზე ვინმე დაობს,მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი,ვინც ამას უარყოფს,თავად რუსებიც არ უარყოფენ ამას და არც პუტინი უარყოფს ამას. ისე როგორც ამერიკელები არ უარყოფენ იმას,რომ თავისთვის მიუღებელ რეჟიმებს ცვლიან მსოფლიოს მაშტაბით. რა უნდოდა ამერიკას ავღანეთში ან ერაყში? ტერორისტები არიანო და არავის დაუმტკიცებია ამ ტერორისტების არსებობა ამ ქვეყნებში და თუ მტკიცებულება არ გვაქვს,მაშინ ამერიკამ მოახდინა ერაყის და ავღანეთის ოკუპაცია,რაშიც მონაწიეობას ქართველებსაც მიგვაღებინეს. იგივე არის რუსეთის მხრიდან,უფრო სწორად,რუსეთს უფრო მეტი "ლეგიტიმაცია" ქონდა ძალა გამოეყენებინა,რადგან მისი მეზობლები ვართ და მათი აზრით,აქ ფაშისტები არიან ან თუნდაც უკრაინაში. დამთავრდა აქ ამბავი,რუსეთიც და ამერიკაც მართლები არიან,რადგან მათ აქვთ ძალა და შესძლებლობა იყვნენ მართლები. სამართლიანი დამოკიდებულება ღმერთს მოსთხოვეთ,დედამიწაზე ეგ არ არსებობს და დროა რო მიხვდეთ ამას. რა უბანში არ გიცხოვრიათ ან არ გაგიგიათ,ვისაც სახელი და ძალა აქვს,ის არის ყოველთვის მართალი. რა გგონიათ რო სახელმწიფოები რამე აბსტრაქტული ცნება არის და ის ადამიანებისგან არ შედგება? თავის დროზე,რუზველტი და ჩერჩილი კანკალებდნენ სტალინის დანახვაზე,იმიტო კი არა რო სსრკ უფრო ძლიერი არმია ყავდა,არამედ სტალინი იყო ძლიერი პიროვნება და მისი ეშინოდათ. ამიტომაც გაჰქონდა თავისი ყველგან და ყველაფერში.
29 მარტი, 13:08
კობერიძე პიტალოა. ომი დაიწყო სუკიასიანმა, ტალიავინის დასკვნაშიც წერია, რაზც თანხმობის ნიშნად სუკიასიანმა ხელი მოუწერა. საქართველოს სამხედროებმა დახოცეს რუსი მშვიდობისმყოფელები რომლებიც კანონიერად იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონშიაში ე. ი. სტატუს კვო პირველმა დაარღვია საქართველომ აი მაგის შემდეგ წამოვიდა რუსეთიდან ღვთის რისხვა. კობერიძე დიდი პიტალოააა, უპიტალოესია.
0 1 6