x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141773
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
18 სახიფათო კიბე, რომელიც თითქოს უგულებელყოფს საღი აზროვნების ყველა პრინციპს
image



კიბე ჩვენთვის ნაცნობი კონსტრუქციაა, მაგრამ არის დიზაინები, რომლებიც არა მხოლოდ გამოწვევას წარმოადგენს, არამედ ბადებს კითხვას: რა ამოძრავებდა მის შემქმნელს? თითქოს ეს კიბეები საღი აზრის ძირითად პრინციპებს უგულებელყოფს. ზოგიერთი მათგანი ისტორიული პირობების ან შეზღუდული რესურსების შედეგია, ზოგი კი ამბიციური დიზაინერული ექსპერიმენტის შედეგი. მაგრამ ყველას ერთი რამ აქვს საერთო: მათზე თითოეული ნაბიჯის გავლა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ გამძლეობას, არამედ დიდი სიმამაცეს.



1. კიბე საქორწილო დარბაზში

image



ხედავთ კიბეს? ვერც ჩვენ, მაგრამ არის. იდეალურია იმ შემთხვევისთვის, როცა გაცვია გრძელი კაბა შლეიფით.



2. კიბე, სახლის მთავარი ნაწილიდან სააბაზანო ოთახისკენ მიმავალი


image



როცა მთვრალი არ ხარ, მაგრამ ამ კიბეზე ასვლა ისე გამოიყურება, თითქოს თავგზაარეული ხართ. თან ამ ადგილიდან ერთდროულად ორ განსხვავებულ კიბეზე შეიძლება დაგორდეთ.



3. არასდროს გვინახავს ეს სცენა „ინდიანა ჯონსში“

image



არ იცი, რომელი ქვა ცურავს, რომელი მყარად დგას, სანამ მასზე არ დააბიჯებ. აშკარაა, ამ სახლში ეტლით მოსარგებლე მისასალმებელი არ არის.



4. “ცოტა მაწუხებს, როგორ ავალ ამ კიბეზე რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის დალევის შემდეგ“

image



5. “ფერმის ძველი საფეხურები“

image



ამ ფოტოზე სარკის ანარეკლი არ არის, ვიღაცამ უბრალოდ გადაწყვიტა ასეთი კიბის გაკეთება ორი ოთახისთვის ზემოთ და ორი გასასვლელისთვის ქვემოთ.



თუ გაგიჭირდათ იმის გაგება, თუ რა ხდება ფოტოზე, ასე უფრო ნათელი უნდა გახდეს.

image



6. “საფეხურები ჩვენს სახლში პორტუგალიაში“

image



არ გამიკვირდება, თუ შემდეგ ფოტოს საავადმყოფოში გადაიღებენ. ბარგის ატანა სახალისო იქნება.



7. “კიბე ბუნგალოში, სადაც ვმუშაობ“

image



8. “გაკეთებულია უნგრეთში. უფრო მეტიც, არმატურა მოქნილი იყო“

image



ამ კიბიდან ჩასრიალება უფრო ადვილია, ვიდრე ჩასვლა. უკეთესი შედეგისთვის რეკომენდებულია კედლების შავად შეღებვა.



9. “კიბე ისტორიული შენობის მეორე სართულზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რიგა, ლატვია“

image



10. უაიტფეისის მთა, აშშ

image



„ეს კიბე იდეალური იქნებოდა იმ მთისთვის, რომლის თავზეც დგას ელზას ციხე მულტფილმიდან“



11. “ეს კიბე, რომელიც კისერს და წვივებს ამტვრევს, მდებარეობს ინდიანას შტატის (აშშ) სახელმწიფო პარკში. ზუსტად ისეთი მოლიპულია, როგორიც ჩანს“

image



ამ კიბის გამოყენებამ შექმნა ახალი კიბე სფერული ფორმის ჩაღრმავებებით ფეხებისთვის. ერთი არასწორი ნაბიჯი და უკვე ქვემოთ ჩასრიალდებით.



12. “შემჩნეულია კუნძულ ტენერიფეზე“

image



ყურადღება მიაქციეთ, რომ ზემოდან მეორე საფეხურზე საკმაოდ დიდი ბზარია. ზოგადად სრიალი სახალისოა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის.



13. “გიზის პირამიდები, ეგვიპტე. თუ კიბე არ მოგკლავთ, ქვემოთ უჟანგბადო ოთახი ამას გააკეთებს“

image



„ქვემოთ ჩასვლას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე წუთი გავძელი“ - წერს ერთ-ერთი კომენტატორი.



14. “ნიუ-იორკის სანაპიროსკენ მიმავალი კიბე“

image



საინტერესოა, ეს არის მთელი კიბე, თუ კიდევ ჰქონდა სექციები, მაგრამ სადღაც გაუჩინარდა?



15. მინიმალისტური

image



მოაჯირების და ჯაჭვების მდებარეობა სახალისოა. რატომ არ არის მოაჯირი ბოლოში?



16. “სიემრეაპის ტაძარი, კამბოჯა. წარმოიდგინეთ, როგორია ახვიდე ზემოთ სამონასტრო სამოსით.

image



კიბე, რომელიც რეინკარნაციას აჩქარებს.



17. რა შეიძლება განვითარდეს არასწორად?

image



როდესაც არქიტექტორი ნათლად განიშნებთ, რომ არ მოწონხართ.



18. ჯერ არავინ მომკვდარა, მხოლოდ ნეკნები ჩაიმტვრიეს.

image



ნამდვილი ყინულის კიბე! ასვლა-ჩამოსვლას გირჩევდით თოვლის საფარის გასწვრივ მარჯვნივ, თუ იქაც თოვლის ქვეშ ყინული არ არის.



ასევე დაგაინტერესებთ:

15 ძველი ნივთი, რომელთა დანიშნულება მხოლოდ რჩეულებმა იციან

ხარახურიდან სასარგებლო მოწყობილობამდე – ხალხური კრეატივის 12 მაგალითი

22 მარტივი იდეა სამალავისთვის, რომელიც ნებისმიერ სეიფზე უკეთესია

გენიოსები, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან

„ეს ხომ გენიალურია“ – 15 მარტივი იდეა ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად


0
316
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
316