სხვა ორიგინალური იდეა-ლატარიის ბილეთები იმ მძღოლებისთვის,ვინც სიჩქარეს არ აჭარბებს 26 მარტი, 17:04 ![]() ძირითადი კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ სიჩქარის მაკონტროლებელი კამერები აფიქსირებდა იმ მძღოლებს, რომლებიც მოძრაობდნენ დაშვებული სიჩქარით ან მის ქვემოთ და ავტომატურად ხდებოდნენ ლატარიის მონაწილეები. ხოლო საპრიზო ფონდი ივსებოდა იმ ჯარიმებიდან, ვინც გადააჭარბა დაშვებულ სიჩქარეს. ეს იყო მარტივი და ბრწყინვალე იდეა, სახალისო თამაში, რომელმაც ახალი დონე წარმოაჩინა. ის სჯის ურჩ მძღოლებს და აჯილდოებს ისეთ ქცევას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ საზოგადოებას . ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შვედეთმა ისურვა იდეის პრაქტიკაში გამოყენება. ეფექტი შთამბეჭდავი იყო კამერებმა 24 857 ავტომობილი გაატარა, საშუალო სიჩქარე კი 32 კმ/სთ-დან 25 კმ/სთ-მდე შემცირდა. ადრე გაუწყეთ თუ როგორ სჯიან დრიფტის მოყვარულ მძღოლებს ყატარში. ადგილობრივი მედიის ცნობით, 100 ათას დოლარამდე ღირებულების Toyota Supra A90-ის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვების გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს, საჯარო და კერძო საკუთრებას, დააკავეს.ხოლო მისი ძვირადღირებული ავტომობილი საჯაროდ გაანადგურეს. 67 2-ს მოსწონს
|