x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141773
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
ქრისლამი - რელიგია, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობას და ისლამს
imageქრისლამი გამოხატავს ისლამის და ქრისტიანობის ნაზავს, რომელიც წარმოიშვა ნიგერიაში ქრისტიანული და ისლამური რელიგიური პრაქტიკის ერთობლიობით.


კერძოდ, ეს გახლავთ რელიგიური მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1970-იან წლებში ლაგოსში, ნიგერია.


მოძრაობა ინიცირებული იყო იორუბას ტომის მიერ სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში. ქრისლამი ეწინააღმდეგება ქრისტიანობისა და ისლამის, როგორც ორი ცალკეული და ექსკლუზიური რელიგიის ტრადიციულ გაგებას, ეძებს საერთოს ორ რელიგიას შორის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიურ გაერთიანებას.


ქრისლამს განსაკუთრებული გეოგრაფიული სივრცე უკავია; ნიგერია ხშირად აღიქმება, როგორც გეოგრაფიულად და რელიგიურად პოლარიზებული ქვეყანა, დასახლებული ჩრდილოეთით მუსულმანებით, ხოლო სამხრეთი ქრისტიანებით.



ნიგერია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა აფრიკაში, 2021 წლის მონაცემებით აქ 213 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მუსულმანები და ქრისტიანები მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ.


ნიგერიაში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკებები დიდი ხანია სოციალურ-კულტურული დაძაბულობის საფუძველი გახდა.


მიუხედავად იმისა, რომ ამან პოლიტიკური საფუძველი შექნნა რელიგიური და ეთნიკური შეტაკებისთვის, ის ასევე მოითხოვდა გრძელვადიან თანაცხოვრებას მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.


ქრისლამის მოძრაობა სათავეს იღებს 1976 წლიდან, იორუბას ტომში, მისი დამაარსებელია ტელა ტელაში.


ტელა თავდაპირველად მუსლიმი იყო, სანამ ქრისლამის მქადაგებელი გახდებოდა. Ifeoluwa იორუბიდან ითარგმნება როგორც "ღვთის სიყვარულის მისია", რომელსაც ტელა იყენებს თავისი ქრისლამური მისიის აღსაწერად. ისლამის მსგავსად, Ifeoluwa დაფუძნებულია 5 ცნებაზე: სიყვარული, წყალობა, სიხარული, კარგი საქმეები და ჭეშმარიტება.


Ifeoluwa -ამბობს:


იესო ღმერთი ერთია

მუჰამედის ღმერთი ერთია

კაცობრიობა ერთია

ქრისლამი, ქრისლამი, ქრისლამი[1]



ქრისლამის მიმდევრები ძირითადად ლაგოსშია კონცენტრირებული. ქრისლამი აღწერილია, როგორც უნიკალური ფენომენი ნიგერიაში, რომელიც გამოძახილია ქვეყანაში რელიგიურ განხეთქილების და რელიგიური შეტაკებების ფონზე.

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0