x
image
მაკა ნიკვაშვილი
"წამმზომი ჩაურთეს"- ვისზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

image


"ძლიერი საქართველოს" წევრი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომას "სამარცხვინოს" უწოდებს:


"პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი? ამათ ვუგოროთ კოჭი და იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა? ჯერ ერთი, ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს, ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა რად გინდა, ცოცხალი ადამიანები არიან და დადიან, იძახიან ეს და ეს მოხდა და არაფერს არ იძიებენ უმაქნისები. რამის გამოძიება თუ უნდოდათ, გამოიძიებდნენ.


დღეს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ, რომ თავი არ დავუხარეთ, არ დავუჩოქეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად და პრინციპულად დგას, აღარ იციან რა ქნან, რით შეგვაშინონ. მე ცალკე პროცესი მაქვს პირველ აპრილს და ბადრის და მამუკას წამმზომი ჩაურთეს. მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება მინდოდა, მაგათი რაღაცების რომ არ გვეშინია მაგის ჩვენება გვინდოდა", – აცხადებს ელისაშვილი.


"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.


როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.


მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.






0
382
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
382