პოლიტიკა "იგი იყო ნიჭიერი ნაძირალა“ - ბრიტანეთში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კგბ-ს ყოფილი აგენტი გარდაიცვალა 23 მარტი, 12:24 ![]() კგბ-ს პოლკოვნიკი გორდიევსკი მუშაობდა ბრიტანულ MI6-ში მინიმუმ 11 წლის განმავლობაში. ჯაშუშმა "ჩაუშვა" ათეულობით თავის კოლეგა და ГРУ-ს თანამშრომელს, ჩაშალა საბჭოთა კავშირის პერსპექტიული თანამშრომლობა ბრიტანელ კონტრდაზვერვის ოფიცერ მაიკლ ბეტანთან და ბრიტანეთს გადასცა დიდი რაოდენობით საიდუმლო ინფორმაცია სსრკ-ს შეიარაღებული ძალების შესახებ . გორდიევსკი ეჭვმიტანილი იყო და მალე გამოაშკარავების შიშით გაიქცა დიდ ბრიტანეთში, მისი გაპარვა საბჭოთა საიდუმლო სამსახურების ერთ-ერთ უდიდეს ფიასკოდ ითვლება. „ახლა, როცა ინგლისელებზე დავიწყე მუშაობა, გულზე მომეშვა. მე სინდისის ქენჯნა არც მიგრძვნია, პირიქით, ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი იმის გაცნობიერებით, რომ აღარ ვიყავი ტოტალიტარულ რეჟიმზე მომუშავე ადამიანი. მე ვიპოვე ცხოვრების ნამდვილი აზრი" (ოლეგ გორდიევსკის წიგნიდან "შემდეგი გაჩერება - დახვრეტა") დაიბადა 1938 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლის ოჯახში. იხსენებდა, რომ ანტისაბჭოთა პოზიციებზე მისი გადასვლის მიზეზი იყო „სტალინისეული და საერთოდ საბჭოთა დანაშაულების გაცნობიერება, რომელიც დაიწყო ხრუშჩოვის 1956 წლის გამოსვლიდან. ამან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, უბრალოდ გასაოცარი“] 1962 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამართველოს არალეგალური დაზვერვის ქვედანაყოფში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობა დაიწყო იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, იქ მუშაობით შესაძლებელი იყო საზღვარგარეთ ცხოვრება. 1966-1970 წლებში (გორდიევსკის პირველი მივლინება საზღვარგარეთ)გაგზავნეს დანიაში, საბჭოთა კავშირის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლის ნიღბის ქვეშ მოქმედებდა როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის ოფიცერი.მისი თქმით, საბოლოო იმედგაცრუება საბჭოთა კავშირზე დადგა 1968 წლის პრაღის გამოსვლების საბჭოთა ტანკებით ჩახშობის შემდეგ, სწორედ მაშინ დანიაში, მიიქცია ბრიტანული დაზვერვის ყურადღება. ![]() 1972 წელს ოლეგ გორდიევსკი კვლავ მიავლინეს კოპენჰაგენში. 1973 წელს იგი გახდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დანიის რეზიდენტის მოადგილე, ხოლო 1976 წელს თავად გახდა რეზიდენტი. 1978-1982 წლებში გორდიევსკი ბრუნდება მოსკოვში, მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სადაზვერვო სამართველოს ცენტრალურ აპარატში. 1982 წელს გორდიევსკი გაუშვეს ლონდონში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იქაურ რეზიდენტურაში სამუშაოდ; ლონდონში გორდიევსკი საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა, დიპლომატის ნიღბის ქვეშ. მას შემდეგ, რაც 1984 წელს დიდი ბრიტანეთის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, გუკი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლობა ითავა ლ. ნიკიტენკომ, ხოლო გორდიევსკი მისი მოადგილე გახდა. ![]() მას შემდეგ, რაც 1985 წლის მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მოახერხა ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს მაღალჩინოსანის, ოლდრიჩ ეიმსის გადმობირება, უკანასკნელმა გადასცა ახალ „დამსაქმებლების“ ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ინგლისურ დაზვერვაზე მომუშავე ორმაგი აგენტების გამოაშკარავებაში. ამ აგენტების სიაში ოლეგ გორდიევსკიც აღმოჩნდა. რეზიდენტის თანამდებობაზე დამტკიცებამდე ბოლო კონსულტაციების გამართვის მიზეზით, გორდიევსკი დაიბარეს მოსკოვში. 1985 წლის 19 მაისში იგი ლონდონიდან მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ, კონსულტაციების და დანიშვნის შესახებ ბრძანების მაგივრად მის წინააღმდეგ დაიწყო არაოფიციალური გამოძიება. თავად გორდიევსკის მტკიცებით, 27 მაისს იგი წაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქალაქგარეთ სახლში, სადაც დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებით. გორდიევსკის თქმით, იგი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. შემდეგ, მას განუცხადეს, რომ იგი ვეღარ შეძლებდა საზღვარგარეთ მუშაობას და ახალ სამუშაოს უკვე საბჭოთა კავშირის შიგნით მიიღებდა. გორდიევსკიმ ერთი თვე გაატარა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სანატორიუმში, სადაც მასზე დაწესებული იყო თვალთვალი. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, გორდიევსკის გააცნობიერა, რომ მისი, როგორც ორმაგი აგენტის მხილება მხოლოდ დროის საქმე იყო და საბჭოთა კავშირიდან გაქცევა გადაწყვიტა. ![]() ქვეყნიდან მისი არალეგალური გასვლის გეგმა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. 1985 წლის 19 ივლისს, წინასწარი სიგნალის მიღების შემდეგ, გორდიევსკი მოსკოვიდან ლენინგრადში ჩავიდა, შემდეგ კი მივიდა ფინეთის საზღვართან, სადაც დაემგზავრა ბრიტანელ დიპლომატებს, რომლებმაც იგი თავიანთ ავტომობილის საბარგულში ჩასმული გააპარეს. 1036 2-ს მოსწონს
|