საქართველო
"ასეთ დღეში თავი როგორ უნდა ჩაიგდო - ტფუჰ"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
22 მარტი, 10:08

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი "TV მაესტროს" ეთერში ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმის განხილვას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"TV მაესტროზე მიმდინარეობს ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმის განხილვა, ვფიქრობ ყველაფერი მკვეთრად გამოჩნდა !!!! საშინელება!!!!როგორ გადააფორმებინეს ციხეში მყოფ ბესარიონ ხარძიანს წილი და ვისზე გადაფორმდა და რატომ ანუ ვინ გადაიფორმა ეს წილი . მოკლედ წილი გადაფორმდა გია უდესიანზე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვის მოსთხოვა წილის უკან დაბრუნება ხარძიანმა?! ჰოდა ვფიქრობ უნდა მოუსმინოს ყველამ, ღია დაკითხვაა და დასკვნას თავად მსმენელი გამოიტანს მოწმეების დაკითხვით ფაქტებით!
მკვეთრად ჩანს! !ნუ უდესიანის ადვოკატი ისეთ დღეშია დაკითხვაზე, განადგურებული ბოდიდრბს იხდის, რომ ასეთ დღეში თავი როგორ უნდა ჩაიგდო იურისტმა რომ ასე უბადრუკად იდგე -ტფუჰ
მე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი, ხარძიანის ოჯახისგან, ახლა მკვეთრად ჩანს მოწმეების დაკითხვის დროს-შავით თეთრზე!!!!!
აი ამ "ტიპებმა" და აი ამ "არსებების" ბინძური მაქინაციების გამოა, რომ დღეს ყველაფერს ერთ ადამიანს აწმინდავენ ყველაფერს, არადა სავსებით შესაძლებელია რუსეთის უშიშროების ძალისხმევით რომ განზრახ კეთდებოდა ასეთი რაღაცეები, 60 ათასი ქეისი პროკურატურის, ერთ პრეზიდენტს ვერ ეცოდინებოდა ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც სააკაშვილს! ამისთვის არის პროკურატურა, უშიშროება და ა.შ… საქართველოში რა გამოლევს "ბანდფორმირების ვითომ პოლიციელებს ” სხვისი წილის მითვისება რომ შეუძლიათ ყველაფრის ფასად და თანამდებობის გამოყენება და "თავისნაირ" ("ზოგიერთ ")თანამდებობის პირთან გარიგება !"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.