საზოგადოება Yandex Go პარტნიორ - მძღოლებს “თიფებს” გაუორმაგებს 21 მარტი, 18:58 ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Yandex Go პარტნიორებს “თიფებს” გაუორმაგებს. 22 მარტს, ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეს, Yandex Go გააორმაგებს “თიფების” თანხას, რომელთაც მგზავრები მძღოლს სერვისით სარგებლობისას დაუტოვებენ. მგზავრებისთვის არაფერი შეიცვლება - “თიფები” სერვისის ხარჯზე გაიზრდება. აქცია იმოქმედებს ყველა “თიფის” გადახდაზე 22 მარტს. ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Yandex Go-ს მომხმარებლები, ტრადიციულად, ბევრ “თიფს” ტოვებენ. აქედან გამომდინარე, გასული წლის პარასკევს, 22 მარტს, მძღოლებმა 3-ჯერ მეტი “თიფი” მიიღეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარასკევს, ხოლო Yandex Go- ს გაორმაგების შემდეგ “თიფების” ჯამი 6-ჯერ მეტი გახდა. 10 შეფასება არ არის
|