საქართველო
"ამას აკეთებენ სპეციალურად რომ ასეთი ბანძი პროპაგანდით გაგტეხონ"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
20 მარტი, 11:39

"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აქციის მონაწილეებს საჯაროდ მიმართავს:
"მეგობრებო.
ამას აკეთებენ სპეციალურად.
სპეციალურად გაკეტინებენ ქუჩას ცოტას, რომ დაგაჯარიმონ და აი ასეთი ბანძი პროპაგანდით გაგტეხონ.
იციან, რომ ხელს როცა გვიშლიან რუსთაველის ჩაკეტვაში ბევრი გავდივართ.
არ ჩაკეტოთ სანამ ბევრნი არ ვიქნებით.
დავინახავთ რომ არ იკეტება, და გამოვალთ.
იცის ეს რეჟიმმაც.
იცის რომ ხელს თუ შეგვიშლის, ბევრნი გამოვალთ და ამიტომ იქცევა ასე."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
